
„ჰენკა“ დიაბეტური კომბუჩას ახალ ხაზს უშვებს - როდის გამოჩნდება ბაზარზე?
კომპანია „ჯანსაღი სასმელების კომპანიის“ დირექტორის, გიორგი ჯირკვალიძის განცხადებით, კომპანია უახლოეს პერიოდში ბაზარზე დიაბეტური მიმართულების ახალ პროდუქტს წარადგენს.
ის BM.GE-სთან ამბობს, რომ საუბარია კომბუჩას დიაბეტურ ვერსიაზე, რომელიც ბუნებრივი დამატკბობლებით იქნება დამზადებული და მომხმარებლებს შაქრის შემცირების ალტერნატიულ, ჯანსაღ ვარიანტს შესთავაზებს.
„სრულად დიაბეტური ხაზის პროდუქციაც იგივე საფასო სეგმენტში იქნება, რაც არსებული. 2-3 კვირაში იქნება ბაზარზე და გაყიდვის რაოდენობების მოლოდინი გვაქვს მინიმუმ იმავე რაოდენობით, რაც სხვა არსებული სახეობებია“, - აცხადებს გიორგი ჯირკვალიძე.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ახალი პროდუქტი გააძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე პოზიციონირებას და მომხმარებელთა ფართო სეგმენტზე იქნება მორგებული.
ინფორმაციისთვის, "ჰენკა" არის ქართული ბრენდი, რომელიც პრემიუმ ხარისხის კომბუჩასა და ფუნქციურ წყლებს ქმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge