მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰონკონგის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის 9 კომპანია მონაწილეობდა
ჰონკონგის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის 9 კომპანია მონაწილეობდა

ჰონკონგის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის 9 კომპანია მონაწილეობდა

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 14:41|bm.ge

ჰონკონგში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2026 ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა.

ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა.

„აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას გააცნონ ქართული ღვინო, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და გააძლიერონ საექსპორტო პოზიციები აზიის ბაზარზე“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

რიგით მე-18 გამოფენაში HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair წელს მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.

ჰონკონგში ქართული ღვინის გადაზიდვები მცირეა. მიმდინარე წლის 9 თვეში ჯამში ამ მიმართულებით 34 ათასი დოლარის ღირებულების 3 332 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს სამჯერ ჩამორჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE