მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტე 6 მლნ ბარელი ნავთობით დატვირთულმა ტანკერებმა დატოვეს
ჰორმუზის სრუტე 6 მლნ ბარელი ნავთობით დატვირთულმა ტანკერებმა დატოვეს

ჰორმუზის სრუტე 6 მლნ ბარელი ნავთობით დატვირთულმა ტანკერებმა დატოვეს

BM.GE21 მაისი, 2026, 21:33|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ნაწილობრივი აღდგენის ფონზე, სამმა სუპერტანკერმა, სპარსეთის ყურეში ორთვიანი იძულებითი დგომის შემდეგ, აზიის მიმართული ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო.

Kpler-ის მონაცემების მიხედვით, გემებს ჯამში 6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადააქვთ. აღნიშნული ტანკერები იმ მცირე რაოდენობის ხომალდებს შორის არიან.

არსებული ინფორმაციით, სამხრეთკორეული დროშის ქვეშ მცურავმა სუპერტანკერმა, Universal Winner-მა, რომელზეც 2 მილიონი ბარელი ქუვეითური ნავთობია ჩატვირთული, სრუტე ორ ჩინურ ხომალდთან ერთად დატოვა. გემი ტვირთის დასაცლელად 9 ივნისს სამხრეთ კორეის ულსანის პორტში ჩავა, სადაც ქვეყნის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა SK Energy მდებარეობს.

ჩინური მხარის კუთვნილმა ტანკერმა, Yuan Gui Yang-მა, რომელიც აზიის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი გიგანტის, Sinopec-ის შვილობილმა სტრუქტურამ დააფრაქტა, ერაყული წარმოების 2 მილიონი ბარელი ნავთობით გუანდუნის პროვინციისკენ აიღო კურსი.

მესამე სუპერტანკერი, Ocean Lily, რომელსაც ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Sinochem ფლობს, კატარული და ერაყული ნედლეულით ფუძიანის პროვინციის პორტში 5 ივნისს შევა.

საყურადღებოა, რომ დასახელებულ კომპანიებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ არც აშშ და არც ჩინეთი ამ ტანკერების გასვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა შესაძლოა ეს ქმედება სწორედ პეკინში პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტს უკავშირდებოდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანესიმედი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE