მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება სამამდე შემცირდა
ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება სამამდე შემცირდა

ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება სამამდე შემცირდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 20:42|bm.ge

Reuters-ის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში ტვირთმზიდი გემების მოძრაობა ოთხშაბათს სამ ერთეულამდე შემცირდა. შედარებისთვის, ერთი დღით ადრე სრუტე 12-მა ხომალდმა გადაკვეთა. განსაკუთრებით აღსანიშნი ფაქტია, რომ ბოლო ათი დღის საშუალო მაჩვენებელი 17 ერთეულს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მონაცემებში არ შედის ის ტრანსპორტი, რომელმაც იდენტიფიკაციის თავიდან ასაცილებლად ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემები გამორთო.

რაც შეეხება იმ 3 კონკრეტულ გემს, რომლებიც ოფიციალურად დაფიქსირდა, ანალიტიკური პლატფორმა Kpler-ის მონაცემებით, მათგან ერთ-ერთი სანაოსნო მონაკვეთში ირანის საზღვაო მარშრუტით, სრულიად ცარიელი შევიდა. მეორე ნავთობპროდუქტების გადამზიდმა ცარიელმა ტანკერმა ტერიტორიაზე შესასვლელად დაფარული გზა გამოიყენა, Panamax-ის ტიპის ხომალდმა კი სრუტე ანალოგიური მეთოდით დატოვა.

შეგახსენებთ, სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლის მკვეთრი შემცირება რეგიონში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებამ განაპირობა. ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო დერეფნად მიიჩნევა. მასზე საერთო გადაზიდვების 20% მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გუდაურში სასტუმროების ფასები 10-15%-ით გაიზარდა - ჰოტელიერი ზამთრის სეზონზე

გუდაურში სასტუმროების ფასები 10-15%-ით გაიზარდა - ჰოტელიერი ზამთრის სეზონზე

BM.GE

საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტტრაფიკზე ახალი გადასახადი დაამტკიცა - რას გულისხმობს კანონპროექტი?

საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტტრაფიკზე ახალი გადასახადი დაამტკიცა - რას გულისხმობს კანონპროექტი?

BM.GE

რუსული ემბარგო პოლიტიკური ყურის აწევაა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის - საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში

რუსული ემბარგო პოლიტიკური ყურის აწევაა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის - საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში

BM.GE

საქართველოში ხის მასალის იმპორტი $15 მილიონამდე შემცირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოში ხის მასალის იმპორტი $15 მილიონამდე შემცირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

BM.GE