მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტი შესაძლებელი გახდება - ირანის გუშაგთა კორპუსი
ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტი შესაძლებელი გახდება - ირანის გუშაგთა კორპუსი

ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტი შესაძლებელი გახდება - ირანის გუშაგთა კორპუსი

BM.GE6 მაისი, 2026, 21:37|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტი უზრუნველყოფილი იქნება, რადგან აშშ-ის მუქარა სრულდება და ახალი პროცედურები ამოქმედდა - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალებმა მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-მა ჩარჩენილი გემების საწყლოსნო გზაზე გასატარებლად ოპერაციების შეჩერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

IRGC-ის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ რას მოიცავს ახალი პროცედურები. მათ მადლობა გადაუხადეს გემების მფლობელებსა და კაპიტნებს სრუტეში გადაადგილებისას ირანული რეგულაციების დაცვისთვის.

ირანის ამ განცხადებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა: "იმ შემთხვევაში, თუ ირანი დათანხმდება, შეასრულოს უკვე შეთანხმებული პირობები... უკვე ლეგენდარული ოპერაცია Epic Fury („ეპიკური რისხვა“) დასრულდება და მაღალეფექტიანი ბლოკადის მოხსნით, ჰორმუზის სრუტე ყველასთვის, მათ შორის ირანისთვისაც გაიხსნება. თუ არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვა და ის იქნება... ბევრად უფრო მაღალი დონისა და ინტენსივობის, ვიდრე აქამდე იყო".

ამ განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გასაცილებლად დაწყებული სამხედრო ოპერაციის, "პროექტი თავისუფლების" შეჩერება.

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპერაციას მცირე ხნით შეაჩერებდა და მიზეზად ირანთან ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ გადადგმული "დიდი პროგრესი" დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს შუამავალი პაკისტანის თხოვნით მოხდა, თუმცა აშშ-ის მიერ ჰორმუზის საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩა.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავალმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ "მადლიერია" ტრამპის მიერ ოპერაციის შეჩერების გამო. მისი თქმით, ეს პაუზა "დიდ როლს ითამაშებს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და შერიგების წინსვლაში ამ სენსიტიურ პერიოდში".

ირანმა სრუტის ბლოკირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ომი წამოიწყეს. ირანული ძალები თავს დაესხნენ რამდენიმე გემს, ჩაყარეს საზღვაო ნაღმები და ვიწრო არხში უსაფრთხო ტრანზიტისთვის გადასახადი დააწესეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE