
ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ნავთობტანკერს ნაღმთან შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა
ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, კვირას გვიან ღამით ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სამხედრო უწყების ცნობით, ხომალდი დაწესებულ საზღვაო შეზღუდვებს არღვევდა.
გავრცელებულ შეტყობინებაში ირანის ფლოტმა გემების მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სტრატეგიულ მონაკვეთზე და მის მიმდებარე აკრძალულ ზონებში შეიარაღებულ ძალებთან შეთანხმების გარეშე გადაადგილება აკრძალულია და არსებობს რისკი რომ დაუმორჩილებლობას ნაღმზე აფეთქება და ხანძრის გაჩენა მოჰყვეს.
აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კვირას გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სრუტის სამხრეთ ნაწილში არასანქცირებული მარშრუტით გავლის მცდელობისას ნაღმებს ორი ნავთობტანკერი შეეჯახა და მათ ცეცხლი გაუჩნდა. IRGC-ს ცნობით, სპარსეთის ყურის სამხრეთით ჩაიძირა ერთ-ერთი სუპერტანკერი, რომელსაც 2 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
BM.GE
წყარო: bm.ge