
ჰოუმერი – ახალი ცხოვრების გასაღები
დღეს ქალაქში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით დეველოპერული კომპანიების ბილბორდებს, სოციალურ ქსელში კი, რეკლამებს, რომლებიც უდარდელ, იდეალურ და ემოციებით სავსე ცხოვრებას გვპირდებიან.
თუმცა, სახლის შეძენისას, ყველა მომავალი მობინადრის გონებაში ტრიალებს შეკითხვები – სახლს ნამდვილად დათქმულ ვადაში ჩამაბარებენ? იმ ხარისხს მივიღებ, რასაც მპირდებიან თუ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება მომიწევს? დამხვდება ადგილზე ისეთივე გამწვანებული ეზო და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რაც რენდერებზე ვნახე?
ამ რეალობაში, დეველოპერული კომპანია „ჰოუმერი“ ინდუსტრიის წესებს ცვლის და ახალი სტრატეგიით, ბაზარზე არსებულ მოცემულობას სრულიად განსხვავებულ სტანდარტს უპირისპირებს.
Homer-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი:
„ჩვენი მთავარი მიზანია, ახალი სიტყვა ვთქვათ დეველოპმენტში და ადამიანების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ. ამისთვის დეტალურად ვსწავლობთ მობინადრის ყოველდღიურ ქცევას და ვქმნით ოპტიმალურ გეგმარებას, სადაც სახლშიც და საცხოვრებელ გარემოშიც – ყველა კვადრატულ მეტრს თავისი ფუნქცია აქვს.
ბაზრის მთავარი გამოწვევის – დარღვეული ვადებისა და შეუსრულებელი პირობების საპირისპიროდ, ჩვენთვის გაცემული დაპირება ვალდებულებაა: მშენებლობის ხარისხი, მასალები, ფუნქციური ზონები და ვადები ზუსტად შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.
ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს ისაა, რომ ხშირად, იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ადამიანებს ვპირდებით. მაგრამ არასდროს – ნაკლებს. კეთილსინდისიერებას არც ფინანსური ინტერესის გამო ვღალატობთ – თუ მომხმარებლის საჭიროებებს ჩვენი პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს, თამამად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჯობს სხვა საცხოვრებელი გარემო ეძებოს და შეიძლება ალტერნატივაც კი ვურჩიოთ”.
ბრენდის მიღმა უძრავი ქონების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი დგას, რომელმაც „ჰოუმერის“ პირველ პროექტზე მუშაობა არა კვადრატული მეტრების თვლით, არამედ მობინადრის ყოველდღიურ ქცევასა და საჭიროებებზე დაკვირვებით დაიწყო. „ჰოუმერ ალფა“ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ უბანში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან შენდება. 24,500 კვ.მ ტერიტორია 4 საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს – 7,300 კვ.მ სარეკრეაციო ზონით, კომერციული სივრცეებით და ავტოსადგომით.
Homer-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი:
„ბრენდის შექმნისას მთავარ მიზნად დავისახეთ, თითოეულ უბანში ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემო შევქმნათ და ადამიანებს უკეთესი ცხოვრების რეალური ინსტრუმენტი მივცეთ. ჩვენი პირველი პროექტი, „ჰოუმერ ალფა“ სწორედ ამ მიდგომის ნათელი მაგალითია – აქ თითოეული დეტალი, ინჟინერიიდან და არქიტექტურიდან დაწყებული, ეზოს ფუნქციური ზონებითა თუ ჭკვიანი ტექნოლოგიებით დამთავრებული, უმცირეს წვრილმანამდეა გააზრებული. პროექტის დაწყებამდე, ჩვენმა გუნდმა წინასწარ შეისწავლა უბანი, ჩავატარეთ კვლევები და საცხოვრებელი გარემო, უშუალოდ, დიღმის მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით დავაპროექტეთ.
„ჰოუმერ ალფაში“ კომფორტი და უსაფრთხოება ციფრულ და ფიზიკურ დონეზეა გააზრებული – პროექტში ინტეგრირებულია პრემიუმ ბრენდის, KONE-ს ლიფტები, გენერატორები საერთო სივრცეების უწყვეტი ელექტრომომარაგებისთვის, წყლის რეზერვუარები, ჭკვიანი საკეტები, ნომრის ამომცნობი შლაგბაუმები, ვიდეოდომოფონები და სხვა… მსგავსი გადაწყვეტები, დიღმის მასშტაბით არსებულ პროექტებში იშვიათია. 7,300 კვ.მ ეზო მოიცავს გამწვანებას, სპორტულ და საბავშვო ზონებს, შინაური ცხოველების სივრცესა და მრავალფეროვან კომერციულ ობიექტებს, ხოლო ინდუსტრიაში პირველად, მობინადრეები სახლის 1-წლიან დაზღვევას საჩუქრად მიიღებენ. ამ ყველაფრის მიღმა ჩვენი მთავარი პრინციპი დგას: „ჰოუმერი“ მკაცრად იცავს დათქმულ ვადებს და პირობებს, რათა მაცხოვრებელმა ახალ რეალობაში გადასვლა ზუსტად იმ დროს შეძლოს, როცა დაპირდნენ და ადგილზე მოცემულობაც ზუსტად ისეთი დახვდეს, როგორიც რენდერებსა და მაკეტებზე ჰქონდა ნანახი. იმისთვის, რომ ახალ სახლში გადასვლით ცხოვრების ხარისხი რეალურად გაიუმჯობესოს – ზედმეტი საყოფაცხოვრებო სტრესის გარეშე”.
სწორედ ამ გამოცდილებასა და რეალურ შედეგებზე დაყრდნობით, „ჰოუმერმა“ საკუთარი ხედვა ახალ გზავნილში გააერთიანა – „ახალი ცხოვრების გასაღები“. ბრენდის რწმენით, შენობებს სიცოცხლეს ადამიანები სძენენ – ბედნიერებას და ოჯახურ სიმყუდროვეს სახლებში მაცხოვრებლები თავად ქმნიან, დეველოპერის პასუხისმგებლობა კი, ამისთვის გამართული, ხარისხიანი და საიმედო გარემოს შექმნაა; ინსტრუმენტის, რომელიც ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აწვდის, ყოველდღიურ ბარიერებს უხსნის, საყოფაცხოვრებო სტრესისგან ათავისუფლებს და აძლევს შესაძლებლობას, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, თავად შეაღონ ახალი კარი სასურველი ცხოვრების შესაქმნელად.
Homer-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი:
„ახალი ცხოვრების გასაღები“ ჩვენთვის უბრალოდ სარეკლამო გზავნილი არ არის, არც მხოლოდ სახლთან დაკავშირებული ემოციური სიმბოლოა. „ჰოუმერისთვის“ გასაღები ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანს პიროვნული დამოუკიდებლობისა და პროგრესის სრულიად ახალ ეტაპზე გადასასვლელ კარს უღებს. ეს ნიშნავს საგრძნობლად გაუმჯობესებულ ცხოვრების სტანდარტს – წვდომას ახალ შესაძლებლობებსა და თვისებრივად განსხვავებულ ყოველდღიურობაზე. ხშირად, ჩვენი გარემო ქვეცნობიერად გვზღუდავს: სასეირნო სივრცის არარსებობის გამო, უარს ვამბობთ ოთხფეხა მეგობრის აყვანაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, გადავდებთ ხოლმე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებას, ხოლო წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები გვართმევს იმ ენერგიას, რომელიც ოჯახისა და პირადი ცხოვრებისთვის უნდა დაგვეთმო. „ჰოუმერ ალფაში“ კი, სივრცე თავად ხდება შენი მოკავშირე. მაშინ, როცა ეზოში სპეციალური ზონაა გამოყოფილი შინაური ცხოველებისთვის, გადაწყვეტილება, აიყვანო ოთხფეხა მეგობარი, ბუნებრივი და მარტივი ხდება; როცა შენს ეზოში სპორტული მოედანი და სავარჯიშო სივრცე გხვდება, ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრებას აღარ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა; ხოლო როცა შენ გარშემო ყველაფერი ხარისხიანად მუშაობს, გონებაც საყოფაცხოვრებო სტრესისგან თავისუფლდება.
საბოლოოდ, „ახალი ცხოვრების გასაღები“ სწორედ ამას ნიშნავს – მიიღო ინსტრუმენტი, რომელიც ყოველდღიურ ბარიერებს გიხსნის და გაძლევს თავისუფლებას, იცხოვრო შენი სურვილისამებრ, უფრო მშვიდად, პროგრესულად და სრულყოფილად. სწორედ ამ მიდგომის და ბრენდის განაცხადის ვიზუალიზაციაა ჩვენი ახალი ფოტოსერიაც – კარის შეღებისას დაფიქსირებული, სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანები ცხოვრების ახალ ეტაპზე შებიჯების მომენტში“.
ეს მიდგომები ბრენდის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და მხოლოდ „ჰოუმერ ალფას“ პროექტში არ სრულდება. გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს ახალ პროექტებზე და ამ ეტაპზე, უბნების სპეციფიკის და პოტენციალის შესწავლა მიმდინარეობს. კომპანიის ხედვა უცვლელია – თითოეული პროექტი შეიქმნება კონკრეტული ლოკაციის მახასიათებლების და მაცხოვრებლების საჭიროებების გათვალისწინებით; იმისთვის, რომ თითოეულ უბანში შეიქმნას ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემო და ადამიანებს ჰქონდეთ კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ახალ ეტაპზე გადასვლის რეალური ინსტრუმენტი – ახალი ცხოვრების გასაღები „ჰოუმერისგან“.
BM.GE
წყარო: bm.ge