მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰუანგი Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას განიხილავს
ჰუანგი Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას განიხილავს

ჰუანგი Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას განიხილავს

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 16:53|bm.ge

Nvidia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას განიხილავს. Financial Times-ი საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუანგმა დაბრუნების შესაძლებლობა გარემოცვასთან უკვე განიხილა.

ჰუანგის ერთ-ერთი მოკავშირის თქმით, მხარდამჭერები სილიკონის ველის ხელმძღვანელი პირებისგან შემდგარ "საომარ შტაბს" აყალიბებენ. ამ ჯგუფის მიზანი კი Nvidia-ს ყოფილი დირექტორის დაბრუნების ლობირება და თეთრი სახლის მხარდაჭერის მოპოვება იქნება.

პარალელურად, Financial Times-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის პოტენციური შემცვლელის ძიების პროცესში ჩიპების მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, Arm Holdings-ის აღმასრულებელ დირექტორს, რენე ჰაასს დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, ჰუანგმა თანამდებობა ხუთშაბათს მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ქორწინებისგარეშე ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. ერთ-ერთი ასეთი კავშირი სავარაუდო ჩინელ ჯაშუშს უკავშირდებოდა, რამაც ჩინეთში Nvidia-ს მოწინავე ჩიპების ექსპორტის შესახებ კითხვები გააჩინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერმა ინფლაციური პროცესების სწორად წარმართვისთვის ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა

პრემიერმა ინფლაციური პროცესების სწორად წარმართვისთვის ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

[ბიზნესს] უნდა შეგვეძლოს ქვეყნის წარმატებების დაფასებაც და პრობლემებზე პირდაპირ საუბარიც - სოსო ფხაკაძე

[ბიზნესს] უნდა შეგვეძლოს ქვეყნის წარმატებების დაფასებაც და პრობლემებზე პირდაპირ საუბარიც - სოსო ფხაკაძე

BM.GE

ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE