მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "I კვარტალი 10%-იანი ზრდით დასრულდა" - "თიბისი ლიზინგი"
"I კვარტალი 10%-იანი ზრდით დასრულდა" - "თიბისი ლიზინგი"

"I კვარტალი 10%-იანი ზრდით დასრულდა" - "თიბისი ლიზინგი"

BM.GE5 მაისი, 2026, 19:35|bm.ge

2026 წლის პირველი კვარტალი "თიბისი ლიზინგმა" 10%-იანი ზრდით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, გაგა გოგუამ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია ინარჩუნებს დაგეგმილ ზრდის ტემპს და მიმდინარე დინამიკა სრულად შეესაბამება იმ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც 2026 წელი „მილიარდიანი“ უნდა გახდეს. გოგუას განმარტებით, სალიზინგო ბაზარიც ზრდის ტენდენციას მიჰყვება, რაშიც მნიშვნელოვან როლს თავად კომპანია ასრულებს, როგორც ბაზრის დომინანტი მოთამაშე.

„ჩვენ დაახლოებით 94%-იან წილს ვფლობთ ბაზარზე, შესაბამისად, ნებისმიერი ახალი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, პირდაპირ აისახება ზრდაზე.

ყოველწლიურადაც დაახლოებით 20-30%-იანი ზრდა განპირობებულია თუნდაც იმ გუნდის მიერ ნამუშევარი პროდუქტებით, რომელსაც "თიბისი ლიზინგის" გუნდი ჰქვია და აი აქედან გამომდინარე, რიცხვებში რომ ავსახოთ, პირველი კვარტალი 10%-იანი ზრდით დასრულდა, ანუ ჩვეულებრივად როგორც დაგეგმილი გვქონდა და მივყვებით დაგეგმილ მაჩვენებელს, რომელიც საბოლოოდ გვაჩვენებს მილიარდს”, - თქვა მან.

კომპანიის დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ პარტნიორობებზე, მათ შორის კომპანია “თეგეტასთან” თანამშრომლობაზე, რომელიც, მისი თქმით, ახალი მომხმარებლების მოზიდვას უწყობს ხელს.

გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, კომპანია ცნობადობის ზრდასაც აფასებს. გაგა გოგუას ინფორმაციით, ე.წ. Top of Mind მაჩვენებელი 29%-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 გამოკითხულიდან დაახლოებით 30 მომხმარებელი სპონტანურად ასახელებს როგორც ლიზინგს, ისე „თიბისი ლიზინგს“ : „ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია თავად პროდუქტის - ლიზინგის ცნობადობა და შემდეგ უკვე კომპანიის“, – აღნიშნა გოგუამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიქნები მკაცრი და შეურიგებელი... ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის - სონღულაშვილი

ვიქნები მკაცრი და შეურიგებელი... ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის - სონღულაშვილი

BM.GE

ლოკომოტივების მოწოდებაზე დიდი დაინტერესებაა როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნების მხრიდან - ლაშა აბაშიძე

ლოკომოტივების მოწოდებაზე დიდი დაინტერესებაა როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნების მხრიდან - ლაშა აბაშიძე

BM.GE

ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

BM.GE

6 მაისის ღონისძიებების ანონსი

6 მაისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE