მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში ელევატორებმა ₾61 მილიონის პროდუქტი გაყიდეს - რა დატვირთვით მუშაობდნენ?
I კვარტალში ელევატორებმა ₾61 მილიონის პროდუქტი გაყიდეს - რა დატვირთვით მუშაობდნენ?

I კვარტალში ელევატორებმა ₾61 მილიონის პროდუქტი გაყიდეს - რა დატვირთვით მუშაობდნენ?

BM.GE18 მაისი, 2026, 17:09|bm.ge

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მარცვლეულის შესანახი სულ 31 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთი ერთეულით გაზრდილი მაჩვენებელია.

იანვარ-მარტში ელევატორებიდან სულ 61 მილიონი ლარის ღირებულების 59.9 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა, სადაც ადგილობრივი წარმოების წილმა 59.3% შეადგინა, ხოლო იმპორტირებული პროდუქციის წილი 31.6%-ით განისაზღვრა. საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ხორბლის ფქვილი დომინირებდა, რომელზედაც გაყიდვების 80.8% მოდიოდა.

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდული პროდუქციის ღირებულება, რაც თითქმის 64 მილიონს შეადგენდა, წელს იანვარ-მარტში შემცირდა, ხოლო მოცულობა 1.3 ათასი ტონით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდული პროდუქტის ღირებულება შემცირდა. წელს ასევე გაიზარდა გაყიდვებში ადგილობრივი პროდუქტის წილი.

აღნიშნული ობიექტების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის, სადაც ელევატორების საერთო რაოდენობის 35.3%-ია განთავსებული, მას კი 16.1-16.1%-ით სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონები მოჰყვება. შიდა ქართლში ელევატორების 12.9% ფუნქციონირებდა, დედაქალაქში - 9.7%, ხოლო იმერეთისა და გურიის რეგიონებში შესაბამისად 6.5 და 3.2% დაფიქსირდა.

გარდა ამისა დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ საანგარიშო პერიოდში სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 439 კაცით განისაზღვრა, რომლებმაც კვარტალის განმავლობაში მომსახურება 21 მომხმარებელს გაუწიეს.

რაც შეეხება უშუალოდ მარაგებს, 2026 წლის პირველ კვარტალში ელევატორებში ჯამში 91 ათასი ტონა პროდუქცია იყო განთავსებული, რომლის ძირითად ნაწილს ხორბალი (65.5%) და სოიოს შროტი (16.8%) შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ დასაწყობებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 82.9% თავად ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული მარაგი იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით, საცავების საშუალო დღიური დატვირთვა ყველაზე მაღალი იანვარში იყო და 50.9%-ს შეადგენდა, თებერვალსა და მარტში კი მაჩვენებელი მცირედით შემცირდა და შესაბამისად 46.7 და 47.5 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE