მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა - TBC Capital
I კვარტალში მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა - TBC Capital

I კვარტალში მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა - TBC Capital

BM.GE28 მაისი, 2026, 18:50|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში, წლიურად, მაღალბიუჯეტურ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა 6 პროცენტული პუნქტით 51%-მდე გაიზარდა.

ზრდა ყველაზე შესამჩნევი იანვარში იყო, თებერვლისა და მარტისგან განსხვავებით. სასტუმროების დატვირთულობის პოზიტიური დინამიკა თანხვედრაშია ტურისტული ვიზიტების ზრდასთან, თუმცა თებერვლის და მარტის მონაცემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ შოკს ასახავს. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც ტურიზმის სექტორის პირველი კვარტალის მონაცემებს მიმოიხილავს.

ჯამში საშუალო დატვირთულობამ მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში იანვარში 57% შეადგინა, თებერვალში 53%, ხოლო მარტში 43%.

ამასთან, მაღალბიუჯეტურ ბრენდულ სასტუმროებში ნომრების საშუალო ღირებულებაც გაიზარდა. I კვარტალში ტარიფმა 129 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-იან ზრდას ნიშნავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საშუალო ფასი მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში ყველაზე მაღალი 140 დოლარი იანვარში იყო, ხოლო თებერვალსა და მარტში 123 და 125 დოლარამდე შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE