მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში პორტების დატვირთვა 4.3 მილიონ ტონამდე გაიზარდა - შემოსული გემების რაოდენობა შემცირდა
I კვარტალში პორტების დატვირთვა 4.3 მილიონ ტონამდე გაიზარდა - შემოსული გემების რაოდენობა შემცირდა

I კვარტალში პორტების დატვირთვა 4.3 მილიონ ტონამდე გაიზარდა - შემოსული გემების რაოდენობა შემცირდა

BM.GE20 მაისი, 2026, 15:22|bm.ge

2026 წლის I კვარტალში საქართველოს პორტებისა და ტერმინალების დატვირთვა გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ნავსადგურებში 19.7%-ით მეტი 4 მილიონ 317 ათასი ტონა ტვირთი გადამუშავდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით, გადამუშავებული ტვირთის 49.1% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.4% — თხევადი ტვირთი, ხოლო 20.4% - ნაყარი ტვირთი.

ამასთან, ტვირთების საერთო მოცულობის ზრდის მიუხედავად, I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 401 გემი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდში შემოსული გემების რაოდენობას 50-ით ჩამორჩება. წელს შემოსული გემებიდან 51.6% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19.2% - თხევადი ტვირთმზიდი, 19.2% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 23%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი მიიღო, 8.7%-ით ნაკლები — სპეციალიზებული, 8.4%-ით ნაკლები — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 6.1%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 5%-ით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.

ამ პერიოდში შემოსული გემებიდან ყველაზე მეტი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. სხვადასხვა ქვეყნის ქვეშ მცურავი გემების წილობრივი მაჩვენებელი ასეთია:

• პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 18.2%; • თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 13.7%; • ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 10%; • მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 7,5%;

სხვა ქვეყნებზე კი 50,6% განაწილდა.

I კვარტალში 53.6%-ით გაიზარდა საქართველოს პორტებით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა. ნავსადგურები 3.2 ათას მგზავრს მოემსახურნენ. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55.3%-ს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE