
I კვარტალში საქართველომ $15 მილიონის მინის ბოთლების და ბოცები იყიდა - საიდან შემოგვაქვს?
2026 წლის სამ თვეში საქართველომ 15 მლნ დოლარის 23 709.5 ტონა ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები იყიდა. მაჩვენებელი წლის ჭრილში შემცირებულია. ღირებულებით გამოსახულებაში კლება 4.3%-ია, ხოლო მოცულობა კიდევ უფრო მეტად, 23.5%-ით ნაკლებია, რაც მიანიშნებს, რომ იმპორტი გაძვირებულია.
პროდუქტი ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. მთავარი საიმპორტო ბაზარი, რომელზეც იმპორტის თითქმის ნახევარი მოდის, რუსეთია. პირველი კვარტალის იმპორტი TOP 5 ქვეყანაზე ასე ნაწილდება:
• რუსეთი - $7.7 მლნ/11 302 ტონა; • სომხეთი - $4.2 მლნ/8 801 ტონა; • აზერბაიჯანი - $762.8 ათასი/1 478 ტონა; • უკრაინა - $695.8 ათასი/885 ტონა; • ჩინეთი - $624.9 ათასი/568 ტონა.
გასული 2025 წლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში რეკორდული, 80 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 145 453 ტონა მინის ბოცები და ბოთლები შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2024 წელს, 71,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 155 959 ტონა. ამ მონაცემების მიხედვითაც ირკვევა, რომ მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი გასულ წელსაც გაძვირდა.
შეგახსენებთ, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. ამასთან, 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
BM.GE
წყარო: bm.ge