მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში საქართველოს აეროპორტების დატვირთვა 4.3%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო
I კვარტალში საქართველოს აეროპორტების დატვირთვა 4.3%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო

I კვარტალში საქართველოს აეროპორტების დატვირთვა 4.3%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE27 აპრილი, 2026, 21:14|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1.6 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების დატვირთვის შესახებ თამარ იოსელიანის შეფასებას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს.

"მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საავიაციო სექტორში წარმატებული იყო, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

უწყების ინფორმაციით, დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ავიარეისების, ისე საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებითაც.

„ავიარეისების შესრულების მიმართულებითაც გვაქვს დადებითი დინამიკა და დაახლოებით 8.70%-იანი ზრდა ფიქსირდება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს საჰაერო სატვირთო მიმართულებით დადებითი დინამიკა, სადაც 32.26%-იანი მატება გვაქვს“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

მისივე თქმით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით ბაზრების დივერსიფიცირებაზე ინტენსიურად მუშაობს.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე იმისთვის, რომ 2026 წელს შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა და გვქონდეს ამ მიმართულებით ზრდა. მოგეხსენებათ, 2025 წელი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას მზარდი დინამიკის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE