მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში უმუშევრობის დონე 14.4%-მდე შემცირდა - საქსტატი
I კვარტალში უმუშევრობის დონე 14.4%-მდე შემცირდა - საქსტატი

I კვარტალში უმუშევრობის დონე 14.4%-მდე შემცირდა - საქსტატი

BM.GE20 მაისი, 2026, 16:13|bm.ge

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4% შეადგინა.

საქსტატის ცნობითვე, 2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.4%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 1 პროცენტული პუნქტით და 45.7% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის თანახმად, I კვარტალში სამუშაო ძალად ითვლებოდა თითქმის 1.6 მლნ ადამიანი, აქედან 1.3 დასაქმებული იყო, ხოლო 230 ათასი უმუშევარი.

მიმდინარე წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.5% შეადგინა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.1% და 16.2% შეადგენს.

I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით.

მეთოდოლოგია: დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშებისას საქსტატი ეფუძნება 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობას, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა და მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა აერთიანებს ორ კატეგორიას. ეს გახლავთ დასაქმებულები, წარმოდგენილი დაქირავებულებისა და თვითდასაქმებულების სახითა, ხოლო მეორე კატეგორია არის უმუშევარი. უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში არის უმუშევრობის დონე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE