მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იანვარ-აპრილში საქართველომ $37.6 მლნ 1.1 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა
იანვარ-აპრილში საქართველომ $37.6 მლნ 1.1 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა

იანვარ-აპრილში საქართველომ $37.6 მლნ 1.1 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა

BM.GE20 მაისი, 2026, 19:01|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ თითქმის 1.1 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აქედან 748 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან შემოვიდა, რომლის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთისთვის იყო.

გასული წლებისგან განსხვავებით, საქართველოს წელს თურქეთიდან დასჭირდა დენის იმპორტი და ოთხ თვეში თურქეთიდან ქვეყანამ 203 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. ყველაზე დიდი მოცულობის ელექტროენერგია 119 მლნ კვტ.სთ თურქეთიდან იანვარში შემოვიდა. შემდეგ მოდის 118.5 მლნ კვტ.სთ აზერბაიჯანი მოდის, რომელიც რუსეთთან ერთად საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა წელს მას თურქეთი უსწრებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიას თითქმის არ ვყიდულობთ და პირიქით ის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია.

სომხეთიდან წელს მცირე 63 მლნ კვტ,სთ ელექტროენერგია ვიყიდეთ იანვრის თვეში.

საქსტატის ინფორმაციით, წელს ქვეყანამ დენის იმპორტში 54%-ით მეტი 37.6 მლნ დოლარი გადაიხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE