მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ICR ჯგუფი" ევროპის ბაზარზე შესვლას გეგმავს, სფერო - ვაჭრობა|ინტერვიუ კახა ხაზარაძეთან
"ICR ჯგუფი" ევროპის ბაზარზე შესვლას გეგმავს, სფერო - ვაჭრობა|ინტერვიუ კახა ხაზარაძეთან

"ICR ჯგუფი" ევროპის ბაზარზე შესვლას გეგმავს, სფერო - ვაჭრობა|ინტერვიუ კახა ხაზარაძეთან

BM.GE20 მაისი, 2026, 21:54|bm.ge

„ICR ჯგუფი“ საქართველოში ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებს, თუმცა საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია განვითარებაზე უარს არ ამბობს და ევროპის ბაზარზე შესასვლელად კვლევებს „ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ევროპის ბაზარზე შესვლის გეგმებიც ვაჭრობის სფეროს უკავშირდება. ამასთან, BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რატომ საქართველოში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, ჯერჯერობით, არ აპირებს.

- „არჩევანი უნდა გააკეთო, მხოლოდ ფულს შოულობ თუ ბიზნესს აკეთებ ამ ქვეყანაში“ - ეს ფრაზა 2024 წელს, „წერტილთან“ თქვენი ინტერვიუდანაა... დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად რთულია ჩვენს ქვეყანაში ფულის შოვნის მიღმა ბიზნესიც აკეთო და გქონდეს შესაბამისი განწყობაც?

- ვფიქრობ, იმ სიტუაციაში რაც ხდება, ნორმალურ ადამიანს და მოქალაქეს არ შეიძლება, [კარგი] განწყობა ჰქონდეს. აზრი არ შემიცვლია და ამ აზრზე ვიქნები ბოლომდე... რამდენად რთულია [ბიზნესის კეთება?] რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ არჩევანის გაკეთება ყოველთვის გვიწევს ადამიანებს...

- 2024-2025 წლებში, როდესაც ქვეყანაში პროევროპული პროტესტის მასშტაბი ბევრად მწვავე იყო, თქვენ აღნიშნავდით, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები ახალ საინვესტიციო პროექტებზე შეჩერდა. ამ მიმართულებით ხომ არაფერი განახლებულა, ან ახალი ბრენდის შემოყვანაზე ხომ არ ფიქრობთ?

- დღეს პარტნიორთან ახალი ბრენდის შემოყვანაზე ლაპარაკი არასწორია, როცა შენ თვითონ ვერ ხედავ სურათს მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა საკმაოდ ძლიერი და კარგი პარტნიორები მყავს. კრიზისის დროს ურთიერთობა, პირიქით, ბევრად უფრო მჭიდრო ხდება და ვფიქრობთ, რაღაც პროექტები ერთად, ქვეყნის გარეთ დავიწყოთ...

- ანუ საქართველოში არა?

- იცით, სხვა საინტერესო ბაზრებიც არსებობს და ახლა კვლევის პროცესში ვართ. მოგეხსენებათ, “ICR ჯგუფში“ 1000-მდე ადამიანი არის დასაქმებული და თუ არ გაიზარდე და ერთ ადგილზე გაჩერდი, ეს ნიშნავს, რომ უკან მიდიხარ, ამიტომ აქტივობის გაზრდა გვჭირდება. თუ აქ ვერ ვაგრძელებთ ამ აქტივობას, მაშინ უნდა ვიპოვოთ სხვა ბაზრები, სადაც ამას შევძლებთ.

- თქვენი გეგმებიც უზბეკეთის ბაზარს ხომ არ უკავშირდება?

- არა, უფრო აღმოსავლეთ ევროპას...

- სფერო - ვაჭრობა?

- დიახ, სადაც ძირითადად ვსაქმიანობთ...

- რა არის დღეს ქართული ბიზნესის მთავარი პრობლემა, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ და რატომაც საქართველოში ახალი ინვესტიციებისგან თავს იკავებთ?

- თავი უსასრულობაში მგონია და არ მინდა, ამ გაურკვევლობაში ვიყო. მინდა, მყარად ვიდგე, დღეს კი ფეხის დადგმა მიჭირს. ჩვენი ტიპის კომპანია მოკლევადიან პროექტებს ვერ გააკეთებს. გრძელვადიანი პროექტებისთვის კი, გვჭირდება ნათელი, გრძელვადიანი ხედვა. გვჭირდება ძლიერი ინსტიტუტები და სტაბილური გარემო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ახლა კი ძალიან ბევრი ფაქტორია ერთმანეთში გადაზელილი, როგორც შიგნით, ისე - გარეთ, რაც ყველაფერს ართულებს; თუმცა ამბობენ, ყოველი კრიზისი ახალი გამოწვევააო. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ და შიგნით გვიჭირს. თუ სიტუაცია გამოსწორდა და ნათელი წერტილი გამოჩნდა, შეიძლება, სოფლის მეურნეობაში [მოცვის ბაღები] ინვესტიციების გაზრდაზე ვიფიქროთ, მაგრამ როდის იქნება, თქმა მიჭირს.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- უსასრულობას, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი გაურკვევლობაა. ერთხელ ვცხოვრობთ, სიცოცხლე ხანმოკლეა და ამიტომ მაქსიმალურად ეფექტურები უნდა ვიყოთ ამ ცხოვრებაში - როგორც საკუთარი ოჯახისთვის, ისე საკუთარი ქვეყნისთვის. ადამიანებს გვგონია, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს. სანამ ამას საკუთარ თავში სწორად არ გადავხარშავთ და კონკრეტულ ქმედებებზე არ გადავალთ, მანამდე დავრჩებით ამ უსასრულობაში. მერე კი ისევ ზოგადად ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა ხდება, რამე შეიცვლება თუ არა და ა.შ. და ვიტყვით ცნობილ ფრაზას: გვეშველება რამე?!

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებითიმედი
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →ჯგუფის →

მსგავსი სტატიები

გავაგრძელებთ ნედლეულის დივერსიფიკაციას და ვითანამშრომლებთ ევროკომისიასთან|"ბლექ სი პეტროლიუმი"

გავაგრძელებთ ნედლეულის დივერსიფიკაციას და ვითანამშრომლებთ ევროკომისიასთან|"ბლექ სი პეტროლიუმი"

BM.GE

სეუტაში შესული 50 000 მიგრანტიდან უმრავლესობა მაროკოში დააბრუნეს - Politico

სეუტაში შესული 50 000 მიგრანტიდან უმრავლესობა მაროკოში დააბრუნეს - Politico

BM.GE

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

BM.GE