
იემენის სანაპიროსთან ტანკერის სიახლოვეს რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა
დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურ UKMTO-ს ინფორმაციით, იემენის სანაპიროსთან მყოფი ტანკერის სიახლოვეს რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპორტო ქალაქ მოხას სამხრეთით, 60 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. სააგენტოს ცნობით, უცნობი ობიექტები ხომალდთან იმდენად ახლო რადიუსზე აფეთქდა, რომ ისინი ტანკერის უსაფრთხოების ოფიცერმა საკუთარი თვალით დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის მიუხედავად ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და არც გარემოს დაბინძურების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამჟამად ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს ოფიციალური უწყებები იძიებენ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა აღნიშნული ტანკერი, თუმცა ბრიტანულმა უწყებამ მის აკვატორიაში მყოფ ხომალდებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
მნიშვნელოვანია ითქვას,, რომ იემენის სანაპიროებთან და წითელი ზღვის აკვატორიაში კომერციულ ხომალდებზე თავდასხმების საფრთხე რეგიონში არსებული სამხედრო დაძაბულობის ფონზე კვლავ მაღალი რჩება. საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების სამსახურები რეგიონში მოძრავ გემებს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურ დაცვას მუდმივად ურჩევენ.
BM.GE
წყარო: bm.ge