მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილონ მასკმა მარინ ლე პენს საფრანგეთის "უკანასკნელი იმედი" უწოდა
ილონ მასკმა მარინ ლე პენს საფრანგეთის "უკანასკნელი იმედი" უწოდა

ილონ მასკმა მარინ ლე პენს საფრანგეთის "უკანასკნელი იმედი" უწოდა

BM.GE16 ივლისი, 2026, 16:32|bm.ge

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა და მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ირკვევა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ლე პენის მაღალი რეიტინგი დადებითად შეაფასა და მას ქვეყნის „უკანასკნელი იმედი“ უწოდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მასკს საფრანგეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქამდე მკაფიოდ არასდროს გამოუხატავს. ამერიკელი ბიზნესმენი 2022 წელს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა და მასთან საუბარი დადებითადაც შეაფასა. მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა საპენსიო ასაკის გაზრდის იმ გადაწყვეტილებას, რომლის გაუქმებასაც მარინ ლე პენი დღეს ითხოვს.

როგორც გამოცემა Politico წერს, მასკის შეცვლილი რიტორიკა შესაძლოა მისი კომპანიის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული გამოძიებებით იყოს განპირობებული. როგორც ცნობილია, ფრანგმა სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელ X-ში ჩაშენებულ ჩეთბოტ Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყეს, რომ ის არ ზღუდავდა ანტისემიტური შინაარსის პოსტების წერას და ინტიმური ხასიათის ყალბი ფოტოების გავრცელებას.

ამ საქმის ფარგლებში, სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიის პარიზის ოფისიც კი გაჩხრიკეს. მოგვიანებით, აპრილში პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ბიზნესმენი უწყებაში არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ მარინ ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური კანდიდატი იქნება. ის ქვეყნის ულტრამემარჯვენე და კონსერვატორულ ფლანგს წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ ის სასამართლომ ევროპარლამენტის კუთვნილი თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მას მაინც მისცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბოლო 5 წელში საქონლის ხორცი 61%-ით გაძვირდა|როგორ იცვლებოდა ფასები წლების განმავლობაში ხორცზე?

ბოლო 5 წელში საქონლის ხორცი 61%-ით გაძვირდა|როგორ იცვლებოდა ფასები წლების განმავლობაში ხორცზე?

BM.GE

ბათუმის დინამო გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

ბათუმის დინამო გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

BM.GE

აშშ ვენესუელელი ბიზნესმენის ნავთობკომპანიის 35%-იან წილს მიიღებს - WSJ

აშშ ვენესუელელი ბიზნესმენის ნავთობკომპანიის 35%-იან წილს მიიღებს - WSJ

BM.GE

ბათუმში დაჯარიმდა 9 აუზი და 6 სასტუმრო | რა დარღვევები გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ?

ბათუმში დაჯარიმდა 9 აუზი და 6 სასტუმრო | რა დარღვევები გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ?

BM.GE