მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილონ მასკმა თავისი კრიტიკოსები ლავრენტი ბერიას შეადარა
ილონ მასკმა თავისი კრიტიკოსები ლავრენტი ბერიას შეადარა

ილონ მასკმა თავისი კრიტიკოსები ლავრენტი ბერიას შეადარა

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 20:40|bm.ge

ამერიკელმა ტრილიონერმა, ილონ მასკმა თავისი პოლიტიკური ოპონენტები საბჭოთა უშიშროების ყოფილ ხელმძღვანელ ლავრენტი ბერიას შეადარა.

ბიზნესმენმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა საბჭოთა მაღალჩინოსნის ფოტო, რომელსაც ცნობილი ფრაზა - „მოგვიყვანეთ ადამიანი და დანაშაულს მას თავად მოვუძებნით“ - ერთოდა. საკუთარ პოსტში ტექ-ლიდერმა დაწერა, რომ ოპონენტები სწორედ „ბერიას სულისკვეთებით“ მოქმედებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მასკმა ეს კომენტარი ამერიკელი მომხმარებლის, კაილ ტიბიტსის პოსტის საპასუხოდ დაწერა. ტიბიტსმა დაწერა, რომ მემარცხენე აქტივისტები მასკის ციხეში ჩასმას კონკრეტული დანაშაულის დასახელების გარეშე ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბრალდების საფუძველს როგორმე გამონახავენ.

შეგახსენებთ, ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს 1938-1945 წლებში ხელმძღვანელობდა. სტალინური რეპრესიების პერიოდში იგი საბჭოთა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

BM.GE

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია

BM.GE

ფასები ადეკვატურია, საწვავის ბაზარზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს | ირაკლი ლექვინაძე

ფასები ადეკვატურია, საწვავის ბაზარზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს | ირაკლი ლექვინაძე

BM.GE