მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილზე აიგნერი - გერმანიას ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება
ილზე აიგნერი - გერმანიას ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება

ილზე აიგნერი - გერმანიას ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 21:45|bm.ge

გერმანიას ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. მმართველი კოალიცია ამ პოსტზე 61 წლის ილზე აიგნერის კანდიდატურაზე შეთანხმდა.

კანცლერ ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ბავარიის პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადეს, რაც პრაქტიკულად მის არჩევას უზრუნველყოფს.

მერცის შეფასებით, დროა, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობა ქალმა დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ ახალ სახელმწიფო მეთაურს სპეციალური საპარლამენტო ასამბლეა 30 იანვარს აირჩევს. საბჭოში მმართველ პარტიებს უმრავლესობა აქვთ, კანდიდატს კი ოპოზიციური „მწვანეებიც“ დადებითად ხვდებიან.

ილზე აიგნერი პროფესიით ელექტროინჟინერია, რაც გერმანიის პრეზიდენტისთვის ასევე პირველი პრეცედენტი იქნება და, კანცლერის თქმით, ფიზიკურ შრომაში ჩართული მილიონობით მოქალაქის რეალობას გამოხატავს.

მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკაში ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო და ბავარიის საკანონმდებლო ორგანოში პირველად 1994 წელს მოხვდა, 2008-2013 წლებში კი, ანგელა მერკელის მთავრობაში, სოფლის მეურნეობის ფედერალური მინისტრის პოსტს იკავებდა.

მოგვიანებით იგი ბავარიის ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრად მუშაობდა, რვა წლის წინ კი რეგიონული პარლამენტის სპიკერი გახდა. ქრისტიან-სოციალისტური კავშირის წევრი შედარებით ლიბერალური რეპუტაციით სარგებლობს, რასაც 2019 წელს ქვეყნის პირველი ღიად ტრანსგენდერი კანონმდებლის მიმართ მისი მხარდაჭერაც ადასტურებს.

თავად კანდიდატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში საზოგადოებრივი დაყოფის დასაძლევად და ადამიანების გასაერთიანებლად იმყოფება.

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წლიდან დღემდე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 12 პრეზიდენტი ჰყავდა და ყველა მათგანი კაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უკვე ჰყავდა პირველი ქალი კანცლერი ანგელა მერკელის სახით და ბუნდესტაგის სპიკერის პოსტიც ოთხ ქალს ეკავა, სახელმწიფოს მეთაურის უმაღლესი წარმომადგენლობითი თანამდებობა ქალისთვის ამ დრომდე მიუწვდომელი რჩებოდა.

ინფორმაციისთვის, გერმანიის პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიული დანიშნულება აქვს. ის საკვანძო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. შეხსენებისთვის, ამჟამად გერმანიის პრეზიდენტის პოსტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

BM.GE

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

BM.GE

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

BM.GE