მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფრასტრუქტურას არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად... არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ფული უყაირათოდ ვხარჯოთ - რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურას არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად... არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ფული უყაირათოდ ვხარჯოთ - რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურას არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად... არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ფული უყაირათოდ ვხარჯოთ - რევაზ სოხაძე

BM.GE28 აპრილი, 2026, 03:35|bm.ge

"ინფრასტრუქტურას არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად, ეს ინფრასტრუქტურა თაობებს უნდა მოემსახუროს. არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ფული უყაირათოდ ვხარჯოთ", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".

მისი თქმით, აუცილებელია ხარისხის გაუმჯობესება:"ყველა ობიექტს მივუდგებით, როგორც საკუთარ სახლს".

"ჩვენი ოპონენტებიც, ყველანი ვთანხმდებით, რომ როდესაც საკუთარ სახლს ვაშენებთ, საკუთარ სახლს ვარემონტებთ, ვართ ძალიან კრიტიკულები და ყველა დეტალს ვუდგებით ძალიან სკრუპულოზურად. ყველა ჩვენი ობიექტის მიმართ, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს, ეს იქნება სკოლა, ბაღი თუ სახლი - დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორც საკუთარი სახლის მშენებლობის პროცესში.

იყო გარკვეული მავნე პრაქტიკა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ ხაზი უნდა გადავუსვათ. მავნე პრაქტიკა გულისხმობს მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რიგ შემთხვევებში არასწორ პოზიციონირებას, არასწორ დამოკიდებულებებს და ბუნებრივია, რომ შემდგომში, ამ თამაშის წესებს თუ რა დამოკიდებულებაც არის ხელისუფლების თუ ამა თუ იმ სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან, ბიზნესიც ადეკვატურად ემორჩილება და იღებს ამ თამაშის წესებს. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი.

გამკაცრდა ხარისხის კონტროლი და ამ მიმართულებით, სამინისტროში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ამ ერთეულების გარდა, მე, ჩემი კოლეგები, ხელმძღვანელობა აქტიურად ვართ ჩართული. ყოველდღიურ რეჟიმში ვართ პირადად ამ ობიექტების შემოწმების კუთხით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ყველა ტენდერი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ კომპანიებმაც, კერძო სექტორმაც უნდა დაიბრუნოს ეს ნდობა.

ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა უნდა მოემსახუროს თაობებს. ჩვენ არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა და მგონი, არც მდიდარი ქვეყნები არ მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ უყაირათოდ ვხარჯოთ ფული. შესაბამისად, როდესაც ნდობის დაბრუნებაზე ვსაუბრობ, იგულისხმება, პირველ რიგში, სახელმწიფო, ჩვენი სისტემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ყველა ტენდერი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ კომპანიებმაც, კერძო სექტორმაც უნდა დაიბრუნოს ეს ნდობა.

მე ხშირად მითქვამს, რომ ჩვენ ვუყურებთ კერძო სექტორს, როგორც ჩვენს პარტნიორებს და ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს, თუმცა კერძო სექტორმაც თავის თავზე უნდა იმუშაოს - ბოდიში ასეთი გამოთქმისთვის. მინდა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები მეტ ინვესტიციას ახდენდნენ საკუთარი ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებაში, მეტ ფულს ხარჯავდნენ, თუნდაც, კადრების გადამზადებაში," - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE