
ინვესტიცია ემოციაში: როგორ იქცევა სამუშაო გარემო სოციალურ ეკოსისტემად Upgaming-ში
თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიურ სექტორში კონკურენცია ტალანტებისთვის ყოველდღიურად იზრდება, მხოლოდ მაღალი ანაზღაურება ან კომფორტული ოფისი აღარ არის საკმარისი. დღეს ადამიანები ეძებენ გარემოს, რომელიც მათ პიროვნულ ინტერესებს პასუხობს, აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას და უქმნის ემოციურ კავშირს იმ ადგილთან, სადაც დღის დიდ ნაწილს ატარებენ.
საერთაშორისო კომპანია Upgaming-ში ეს მიდგომა მარტივი, მაგრამ ძლიერი ფორმულით გამოიხატება: ინვესტიცია ემოციაში. გარდა კომპანიის მხრიდან კეთილგანწყობისა, ეს სტრატეგიული ხედვაა, რომელიც სამუშაო პროცესს სოციალურ ეკოსისტემად აქცევს.
People Experience: ადამიანი პროცესის ცენტრში
„People Experience ჩემთვის არის ადამიანზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც ტრადიციულ HR ფუნქციებს სცდება. თუ ტრადიციული მიდგომა ძირითადად პროცესებზეა ფოკუსირებული, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ აღიქვამს თანამშრომელი ორგანიზაციას ყოველდღიურად – რას გრძნობს, როგორ ურთიერთობს გუნდთან და რა ემოცია აკავშირებს მას სამუშაო გარემოსთან,“ - ამბობს მარიამ ზუმბაძე, Upgaming-ის People Experience მენეჯერი.
კომპანიის მიზანია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, სადაც ადამიანს აქვს საკუთრების განცდა, ესმის თავისი როლი საერთო მიზანში და გრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია.
„კარგი ოფისი ქმნის კომფორტს, მაგრამ ემოცია ქმნის კავშირს. როდესაც ეს ემოციური გამოცდილება პოზიტიურია, ადამიანები ბრენდის ელჩები ხდებიან და საკუთარი სურვილით უზიარებენ სხვებს თავიანთ გამოცდილებას,“ - აღნიშნავს მარიამი.
აპგეიმინგში ინდივიდუალიზმი გუნდურობის მთავარი ძალაა. გუნდური სულისკვეთება აქ საერთო გამოცდილების გარშემო ყალიბდება. შიდა ინიციატივები, იქნება ეს სპორტული კლუბები, ბორდგეიმების საღამოები თუ თემატური ღონისძიებები, არის ნდობის შენების პროცესი, სადაც ადამიანები ერთმანეთს სამუშაო პროცესის მიღმაც პოულობენ.