
ინვესტიცია, რომელიც აუზის გამოყენების სეზონს ახანგრძლივებს
სასტუმროებისა და სპა-ცენტრებისთვის საცურაო აუზი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, თუმცა ღია აუზების გამოყენება ხშირად მხოლოდ ზაფხულით შემოიფარგლება, დახურულ აუზებში კი წყლის მუდმივი გათბობა მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.
Aqualine, რომელსაც წყლის ტექნოლოგიების მიმართულებით 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ბიზნესს სხვადასხვა სიმძლავრის ენერგოეფექტურ თბურ ტუმბოებს სთავაზობს.
თბური ტუმბო წყლის გასათბობად ჰაერის სითბოს იყენებს, რის გამოც ტრადიციულ ელექტროგამათბობელთან შედარებით, ნაკლები ელექტროენერგიით შეუძლია მეტი სითბოს გამომუშავება. ინვერტორული ტექნოლოგია კი გათბობის ინტენსივობას საჭიროების მიხედვით არეგულირებს.
რა სარგებელს იღებს ბიზნესი?
• მომსახურების გაფართოება - ღია აუზის გამოყენება ნებისმიერ სეზონზე სტუმრების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის და სეზონურობაზე დამოკიდებულებას ამცირებს. • საოპერაციო ხარჯების შემცირება - თბური ტუმბო, ტრადიციულ ელექტროგათბობასთან შედარებით, წყლის გასათბობად ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს როგორც ღია, ისე დახურული აუზების შემთხვევაში. • სტუმრების კომფორტი - წყლის სასურველი ტემპერატურის შენარჩუნება და მოწყობილობის ჩუმი მუშაობა აუზით სარგებლობას უფრო კომფორტულს ხდის.
Aqualine-ის ასორტიმენტი მოიცავს როგორც შედარებით მცირე, ისე დიდი კომერციული აუზებისთვის განკუთვნილ დანადგარებს.
20 ნოემბრიდან Aqualine-ში Black Friday-ის კვირეულია, რომლის ფარგლებშიც 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.
ინვესტიცია წყლის ტექნოლოგიებში. წლის საუკეთესო შეთავაზება — აკვალაინში Black Friday-ის კვირეულია!
შეთავაზებების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://blackfriday.aqualine.ge
BM.GE
წყარო: bm.ge