მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინვესტიციების სააგენტომ ჩინურ Ecommerce-პლატფორმა JD.com-თან მემორანდუმი გააფორმა | რას მოიცავს?
ინვესტიციების სააგენტომ ჩინურ Ecommerce-პლატფორმა JD.com-თან მემორანდუმი გააფორმა | რას მოიცავს?

ინვესტიციების სააგენტომ ჩინურ Ecommerce-პლატფორმა JD.com-თან მემორანდუმი გააფორმა | რას მოიცავს?

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 17:09|bm.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის კომპანიას, JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) გაფორმდა. ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, დოკუმენტს ხელი საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა და JD.com-ის იმპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ან ნინგმა მოაწერეს.

უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ქართველ მწარმოებლებსა და ჩინურ ელექტრონული კომერციის სექტორს შორის ბიზნესკავშირების განვითარებას და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას.

"საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან თანამშრომლობა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მისი თქმით, ჩინეთი ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, ხოლო JD.com-თან თანამშრომლობა ქართველ მწარმოებლებს ჩინელ მომხმარებლებთან წვდომის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიზანია ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდის, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და გრძელვადიანი ბიზნესურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა", - ნათქვამია ინვესტიციების სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, JD.com ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. "კომპანიასთან თანამშრომლობა ქართული ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის მასშტაბურ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომისა და პროდუქციის ონლაინგაყიდვების შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით", - აღნიშნავენ ინვესტიციების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი CIIE 2026-ის ფარგლებში ინვესტიციების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქართველო-ჩინეთის B2B შეხვედრების დროს გაფორმდა. აღნიშნული ფორმატი წელს პირველად დაემატა გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის პროგრამას და ქართველ მწარმოებლებს ჩინელ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და სავაჭრო კომპანიებთან პირდაპირი შეხვედრების შესაძლებლობა მისცა.

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო CIIE 2026-ზე 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი. ქვეყანა გამოფენაში მეცხრედ მონაწილეობს. ღონისძიება შანხაიში, 5-10 ნოემბერს იმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE