მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინვესტორებს ბრიტანეთის პოლიტიკური კრიზისი აშფოთებთ
ინვესტორებს ბრიტანეთის პოლიტიკური კრიზისი აშფოთებთ

ინვესტორებს ბრიტანეთის პოლიტიკური კრიზისი აშფოთებთ

BM.GE14 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

გაერთიანებული სამეფოსთვის სახელმწიფო სესხის აღების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, რაც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის თანამდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, 10-წლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთმა 5.13%-ს მიაღწია, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია. პარალელურად, 30-წლიანი ობლიგაციების განაკვეთმა 5.81% შეადგინა, რაც 1998 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

როგორც ირკვევა, ინვესტორების შეშფოთება პოლიტიკურ კრიზისს და მოსალოდნელ ინფლაციას უკავშირდება. თუმცა, ბრიტანეთის შემთხვევაში დამატებით რისკ-ფაქტორს ლიდერების შესაძლო ცვლილება და საბიუჯეტო ხარჯების კონტროლის შესუსტების საფრთხე ქმნის.

ამასთან, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გავლენა საფონდო ბირჟასა და ეროვნულ ვალუტაზეც იქონია. საბანკო-საფინანსო სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების შეფასება მკვეთრად შემცირდა, რაც ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საბანკო სექტორზე შესაძლო საგადასახადო ზეწოლის ზრდას უკავშირდება. რაც შეეხება ვალუტას, ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებით 0.5%-ით გაუფასურდა და კურსმა $1.35 შეადგინა. აგრეთვე, ბრიტანეთის მთავარი საფონდო ინდექსი, FTSE 100, ვაჭრობის გახსნისას 1%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE