მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 01:00|bm.ge

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს.

ღარიბაშვილი მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

ღარიბაშვილი ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროცესით პროკურატურა მის წინააღმდეგ განხორციელებული შანტაჟისა და ფსიქოლოგიური წამების მტკიცებულებების დამალვას ცდილობს.

"2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას. ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა. სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს.

მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან.დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას - გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება - შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია - ის ფიქტიური მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუშია.შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა - მისი დახურვა - ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს", - წერია წერილში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მაგალითია – ღარიბაშვილი პროცესების დახურვაზენეტგაზეთი
  • ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილიტვ პირველი
  • ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილიაფორმულა
  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურარუსთავი 2
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE