მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხელისუფლება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაზრდას გეგმავს
ხელისუფლება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაზრდას გეგმავს

ხელისუფლება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაზრდას გეგმავს

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 00:54|bm.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ქონების გადასახადის ზღვარი იზრდება. ამის შესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმე ის არის, რომ დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ თქვენ გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი ან კიდევ სხვა უძრავი ქონება და ამასთანავე, თქვენი ოჯახის წინა წლის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება, ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ. ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 ნოემბერია, გადახდის კი - 15 ნოემბერი.

2023 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. "ესტონურ მოდელზე" მუშაობენ და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია ანუ არც პარლამენტში შეუტანიათ განსახილველად და არც პროფესიულ ჯგუფებში დაუწყიათ განხილვები.

"ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი.

ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 32%-ით, ანუ 27 მილიონი ლარით მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ არიან ყაზახეთის ახალი ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი?

ვინ არიან ყაზახეთის ახალი ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი?

BM.GE

"ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენი

"ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენი

BM.GE

The Telegraph-მა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ 2016 წელს ჩატარებული ფარული გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა

The Telegraph-მა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ 2016 წელს ჩატარებული ფარული გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა

BM.GE

"ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება" - ირაკლი კირცხალია სტუდენტების მეორად ჩარიცხვებზე

"ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება" - ირაკლი კირცხალია სტუდენტების მეორად ჩარიცხვებზე

BM.GE