მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძემ ქსელურ მარკეტებს „პროდუქტის გაიაფებისთვის“ მადლობა გადაუხადა
ირაკლი კობახიძემ ქსელურ მარკეტებს „პროდუქტის გაიაფებისთვის“ მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ქსელურ მარკეტებს „პროდუქტის გაიაფებისთვის“ მადლობა გადაუხადა

BM.GE15 მაისი, 2026, 16:25|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქსელურ მარკეტებს „პროდუქტის გაიაფებისთვის“ გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ პროდუქტის გაიაფებაზე მუშაობა ფასების საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება.

„მადლობა კონკრეტულ ქსელებს, რომ მათ პროდუქტის გაიაფების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში, მიწედების ჯაჭვი დამოკლდება და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დასჭირდება საშუალოვადიან პერსპექტივაში მუშაობა, ესეც მოგვცემს შედეგს და ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რითეილ ასოციაციის განცხადებით, ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ დარგობრივი გაერთიანების წევრებმა სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები თითქმის ორი კვირაა რაც დაიწყეს, თუმცა თითოეული ქსელური მარკეტის მიერ „სოციალური კალათის“ ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მთავრობისა და ბიზნესის კომუნიკაციისას გამოკვეთილ 15 პირველადი მოხმარების პროდუქტზე ქსელების მიერ შეთავაზებული ფასდაკლება მოკლევადიანი შედეგია და გრძელვადიანი შედეგისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE