მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანი ჰორმუზის სრუტის წყალქვეშა კაბელებზე ტარიფების დაწესებას გეგმავს
ირანი ჰორმუზის სრუტის წყალქვეშა კაბელებზე ტარიფების დაწესებას გეგმავს

ირანი ჰორმუზის სრუტის წყალქვეშა კაბელებზე ტარიფების დაწესებას გეგმავს

BM.GE18 მაისი, 2026, 19:40|bm.ge

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელებისთვის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სპეციალური ტარიფების დაწესებას აპირებს.

ქვეყნის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა ახალი რეგულაციების ამოქმედება უკვე დააანონსეს. ირანული მედიის ცნობით, უცხოურმა სატელეკომუნიკაციო ფირმებმა სპეციალური ლიცენზიის საფასური უნდა გადაიხადონ. ამასთან, კაბელების ტექნიკური მომსახურების უფლება მხოლოდ ირანულ მხარეს გადაეცემა.

Bloomberg Economics-ის ანალიტიკოსის განმარტებით, თეირანის ეს ნაბიჯი მიზნად გლობალურ ეკონომიკაზე მძიმე ფინანსური ტვირთის დაკისრებას ისახავს. ამ გზით ისლამური რესპუბლიკა სამხედრო თავდასხმებისგან საკუთარი რეჟიმის დაცვას ცდილობს. შესაბამისად, ექსპერტები ამ ინიციატივას უფრო პოლიტიკურ მუქარად მიიჩნევენ. მოსაკრებელის დაწესების მხრივ საყურადღებოა CNN-ის ცნობა, რომლის თანახმადაც მილსადენების მფლობელ კომპანიებს ირანისთვის თანხის გადახდა ამერიკული სანქციების გამო ოფიციალურად აეკრძალათ.

ცალკე პრობლემა, რომელზეც ანალიტიკოსები მიუთითებენ, არის ის საფრთხე, რაც ირანის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას შეიძლება მოჰყვეს. სექტორის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეირანმა დაუმორჩილებლობის ფონზე, შესაძლოა, წყალქვეშა ინფრასტრუქტურა მძიმედ დააზიანოს. არაბთა გაერთიანებული საამიროების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დივერსიების განხორციელება დამოუკიდებლად უკვე შეუძლია.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ორი მსხვილი კაბელი, Falcon-ი და GBI გადის და ორივე მათგანი ირანის ტერიტორიულ წყლებს კვეთს. ექსპერტების შეფასებით, მათმა დაზიანებამ შესაძლოა რამდენიმე კონტინენტზე მასშტაბური ციფრული კატასტროფა გამოიწვიოს. ეს პროცესი სპარსეთის ყურის ქვეყნების საბანკო სისტემასა და ინდოეთის აუთსორსინგის სექტორს დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE