მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს კეტავს
ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს კეტავს

ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს კეტავს

BM.GE20 ივნისი, 2026, 19:18|bm.ge

ირანის სამხედრო სარდლობა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გეგმავს. მიზეზად ისრაელის მიერ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის "მუდმივი" დარღვევა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შესახებ წინასწარი შეთანხმების პირველი პუნქტის "შეუსრულებლობა" სახელდება.

"ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოვლენილი არაკეთილსინდისიერების, ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევისა და ომის დასრულების შესახებ მემორანდუმის პირველი მუხლის შეუსრულებლობის გათვალისწინებით, ასევე სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უწყვეტი და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე გემების გადაადგილებისთვის დაიკეტება", - ნათქვამია ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის ცენტრალური შტაბის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო მაუწყებელი IRIB ავრცელებს.

ომამდე სრუტის საშუალებით გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადაიზიდებოდა. თუმცა, თებერვალში ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, თეირანმა სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტა, რამაც ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მიმდინარე კვირის დასაწყისში ფასებმა კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საომარი მოქმედებების დასრულებისა და სრუტის გახსნის შესახებ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ღირს ნავთობი?

რა ღირს ნავთობი?

BM.GE

Saudi Aramco ირანის ომის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით ნავთობსაცავების გაფართოებას განიხილავს

Saudi Aramco ირანის ომის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით ნავთობსაცავების გაფართოებას განიხილავს

BM.GE

"რკინიგზა ყოველთვის სახელისუფლებო სალარო იყო" - გია ხუხაშვილი

"რკინიგზა ყოველთვის სახელისუფლებო სალარო იყო" - გია ხუხაშვილი

BM.GE

ინდოეთის სასამართლომ Telegram-ის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ინდოეთის სასამართლომ Telegram-ის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

BM.GE