მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომის დასრულების მოლოდინში, ნავთობის ფასი დაეცა
ირანის ომის დასრულების მოლოდინში, ნავთობის ფასი დაეცა

ირანის ომის დასრულების მოლოდინში, ნავთობის ფასი დაეცა

BM.GE25 მაისი, 2026, 17:17|bm.ge

ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მოლოდინით არის განპირობებული.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება 4.9%-ით, ანუ $5-ით შემცირდა და ბარელზე $98.5 შეადგინა.

პარალელურად, ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 5.4%-ით, კერძოდ კი $5.2-ით შემცირდა და ბარელზე $91.4-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე ძირითადი გაგება დიდწილად მიღწეულია და ჰორმუზის სრუტე მალე, ეტაპობრივად გაიხსნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გლობალური ენერგეტიკული ბაზრის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას სიფრთხილით აფასებენ, რადგან მხოლოდ შეთანხმების მიღწევა საკმარისი არ არის ახლო აღმოსავლეთში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და მიყენებული ზიანი ასანაზღაურებლად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE