მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომის გამო ამერიკელებმა საწვავზე დამატებით $40 მილიარდი დახარჯეს - კვლევა
ირანის ომის გამო ამერიკელებმა საწვავზე დამატებით $40 მილიარდი დახარჯეს - კვლევა

ირანის ომის გამო ამერიკელებმა საწვავზე დამატებით $40 მილიარდი დახარჯეს - კვლევა

BM.GE18 მაისი, 2026, 20:50|bm.ge

ბრაუნის უნივერსიტეტის კლიმატის გადაწყვეტილებების ლაბორატორიამ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული ირანის ომის გამო, ამერიკელმა მომხმარებლებმა ბენზინსა და დიზელზე ზედმეტი $40 მლრდ-ზე მეტი დახარჯეს.

ეს მაჩვენებელი აჭარბებს თავად სამხედრო კამპანიის პირდაპირ ხარჯებს, რომელიც ამ დროისთვის $29 მლრდ შეადგენს. უნივერსიტეტის ექსპერტების შეფასებით, სამხედრო კონფლიქტმა არამარტო გლობალურ ეკონომიკაში, არამედ შტატებში, ლოკალურადაც გამოიწვია საწვავის, სურსათისა და სამომხმარებლო საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯამურად დახარჯული ფინანსური რესურსი ნებისმიერი მასშტაბური სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებას სრულიად უზრუნველყოფდა. დასახელებული თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10,200-ზე მეტი ხიდის მოდერნიზაციისთვის 2024 წელს გამოცხადებული პროგრამის მთლიან ხარჯებს სრულად დაფარავდა. პარალელურად, ეს მოცულობა ქვეყნის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის სრული განახლებისთვისაც იქნებოდა საკმარისი. ცნობისთვის, საუბარია $31.5 მილიარდზე. საყურადღებოა, რომ საწვავის ზედმეტი დანახარჯები ორჯერ აღემატება ელექტრომობილების ფედერალური პროგრამების ბიუჯეტსაც, რომელიც $18.9 მილიარდით განისაზღვრა.

ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ საწვავის ფასების ზრდა ამერიკულ ოჯახებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე ტვირთად დააწვა. მომხმარებლებმა ბენზინის გაძვირება უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე იგრძნეს, დიზელის მაღალმა ფასებმა კი გადაზიდვებსა და ელექტროენერგიის გამომუშავებაზე პირდაპირი გავლენა იქონია. საშუალოდ, თითოეულმა ამერიკულმა ოჯახმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ საწვავზე $300-ზე მეტი დახარჯა. ანალიტიკოსების განცხადებით, ეს ენერგეტიკული შოკი ომის “ფარულ გადასახადადაა” ქცეული და ის მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ცნობისთვის, სპეციალისტებმა ზედმეტი ხარჯების ყოველდღიური მოცულობა საწვავის რეალური ფასებისა და ალტერნატიული მოდელის შედარებით დაადგინეს. კვლევის პროცესში მათ ორგანიზაციების, AAA-ისა და EIA-ის საცალო მონაცემები გამოიყენეს, მიღებული შედეგები კი აშშ-ის აღწერის ბიუროს სტატისტიკას შეუსაბამეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE