მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ირანის ომის გამო, სომხეთში ჩვენს პროდუქციაზე ინტერესი გაიზარდა" - როგორია "იტონგი კავკასუსის" გეგმები
"ირანის ომის გამო, სომხეთში ჩვენს პროდუქციაზე ინტერესი გაიზარდა" - როგორია "იტონგი კავკასუსის" გეგმები

"ირანის ომის გამო, სომხეთში ჩვენს პროდუქციაზე ინტერესი გაიზარდა" - როგორია "იტონგი კავკასუსის" გეგმები

BM.GE25 მაისი, 2026, 13:50|bm.ge

ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ სომხეთის ბაზარზე „იტონგი კავკასუსის“ პროდუქციაზე ინტერესი გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგა ხვინგიამ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, ბოლო პერიოდში კომპანია "იტონგი კავკასუსმა" სომეხ ბიზნესმენებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა და სომხეთის ბაზარზე ირანული პროდუქციის ჩანაცვლებას გეგმავს.

„ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ, სომხეთის ბაზრის საკმაოდ დიდ მოცულობას ავიღებთ, ჩავანაცვლებთ ირანულ პროდუქციას, იმიტომ რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, შეგვედარებინა მათთვის და გვენახვებინა, რა არის ჩვენი პროდუქცია და რა არის ის პროდუქცია, რომელიც იქ მზადდება“, - აღნიშნა მან.

ხვინგიას განმარტებით, მთავარი განსხვავება ავტოკლავირების ტექნოლოგიაშია, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში 6-8 საათიან დამუშავებას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, სომხეთი აქამდე ძირითადად ირანიდან შედარებით იაფ სამშენებლო მასალას იღებდა, თუმცა ხარისხისა და რეგულაციების კუთხით პრობლემები არსებობდა.

„სამწუხაროდ, სომხეთში არ არის ის რეგულაციები. თუმცა, ახლა მიხარია, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირისკენ დგამს ნაბიჯებს, და იქ ევრო რეგულაციები შემოვა. რეგულაციების გარეშე ყველა ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, გააკეთოს იაფად და შემდეგ აღარ უყურებს, რა შედეგები იქნება“, - განაცხადა ხვინგიამ.

„ჩვენ არ ვართ კონკურენციის წინააღმდეგი, პირიქით, იყოს ჯანსაღი კონკურენცია და ჩვენც განვვითარდებით, ოღონდ არა უხარისხო და არა ისეთი პროდუქცია, რომელიც დოკუმენტალურად სხვაა და რეალურად სხვა შემოდის“, - დასძინა მან.

რაც შეეხება კომპანიის სხვა გეგმებს, გიგა ხვინგია აცხადებს, რომ წარმოების გაზრდასაც გეგმავენ და წლის ბოლოსთვის შესაძლოა მხოლოდ წინასწარ შეკვეთებზე გადავიდნენ, რადგან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების რაოდენობა იზრდება.

„ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ მაგალითად, „ტრამპ ტაუერი“ იქნება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კომპანია იქნება მისი პარტნიორი“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE