მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა აშშ-ს ომის დასრულების წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა
ირანმა აშშ-ს ომის დასრულების წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა

ირანმა აშშ-ს ომის დასრულების წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა

BM.GE10 მაისი, 2026, 22:39|bm.ge

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, თეირანმა ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე ოფიციალური პასუხი მოამზადა და შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის მეშვეობით ვაშინგტონს გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პასუხი ეფუძნება სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პაკისტანურმა დიპლომატიურმა წყარომ Al Jazeera-ს დაუდასტურა, რომ დოკუმენტი ამერიკულ მხარეს უკვე მიეწოდა.

ვაშინგტონმა ირანს კვირის დასაწყისში 14-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც კონფლიქტის დეესკალაციას ისახავს მიზნად. შემოთავაზებული პირობების მიხედვით:

თეირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე და მინიმუმ 12 წლით შეაჩეროს ურანის გამდიდრება. ასევე, ქვეყანამ უნდა გადასცეს 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგი (დაახლოებით 440 კგ).

სანაცვლოდ, ვაშინგტონი ეტაპობრივად გააუქმებს სანქციებს, გაათავისუფლებს ირანის გაყინულ მილიარდობით დოლარის აქტივებს და შეწყვეტს ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას.

მოლაპარაკებების პირველი ეტაპი, გეგმის მიხედვით, საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტას დაეთმობა.

ისლამაბადში Al Jazeera-ს კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ პაკისტანისთვის ამ შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივმა ბლოკადამ მძიმე დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, პაკისტანში კი საწვავის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

ამ დროისთვის ოფიციალურ ვაშინგტონს ირანისგან მიღებულ პასუხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE