მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაახლებლად ხუთი პირობა წამოაყენა
ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაახლებლად ხუთი პირობა წამოაყენა

ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაახლებლად ხუთი პირობა წამოაყენა

BM.GE15 მაისი, 2026, 03:00|bm.ge

ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ხუთი წინაპირობა დააწესა. არსებული ინფორმაციით, თეირანი ვაშინგტონისგან „მინიმალურ გარანტიებს“ და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯებს მოითხოვს.

როგორც ირკვევა, თეირანის მოთხოვნები ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით კი ლიბანში, საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სანქციების სრულ გაუქმებას ითვალისწინებს. ამასთან, ირანული მხარე საზღვარგარეთ გაყინული აქტივების დაბრუნებას, ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ჰორმუზის სრუტეზე საკუთარი სუვერენული უფლებების აღიარებას მოითხოვს. ირანმა პაკისტანელ შუამავლებს ისიც აცნობა, რომ არაბეთის ზღვასა და ომანის ყურეში აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის გაგრძელება ვაშინგტონის მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო ზრდის.

საგულისხმოა, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის იმ 14-პუნქტიან გეგმას პასუხობს, რომელიც თეირანმა ცალმხრივ დოკუმენტად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიშები 28 თებერვალს მიიტანეს. ამას თეირანის მხრიდან საპასუხო ქმედებები და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოჰყვა. პაკისტანის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 აპრილს ამოქმედდა, თუმცა ის პერიოდულად ირღვევა. ამასთან, მთავარ გამოწვევად რჩება ფაქტი, რომ მხარეებმა გრძელვადიან შეთანხმებას არაერთი დიპლომატიური მცდელობის მიუხედავად დღემდე ვერ მიაღწიეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE