მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა ფოლადის პროდუქციის ექსპორტი შეაჩერა - ქვეყანა საქართველოში ნაწარმის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია
ირანმა ფოლადის პროდუქციის ექსპორტი შეაჩერა - ქვეყანა საქართველოში ნაწარმის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია

ირანმა ფოლადის პროდუქციის ექსპორტი შეაჩერა - ქვეყანა საქართველოში ნაწარმის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია

BM.GE28 აპრილი, 2026, 21:39|bm.ge

ირანმა ფოლადის ფილებისა და ფურცლების ექსპორტი 30 მაისამდე აკრძალა - ამის შესახებ სახელმწიფო მედია დამატებითი დეტალების დასახელების გარეშე იუწყება. ექსპორტის შეჩერება უკავშირდება იმას, რომ აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის დროს ირანის ფოლადის ინდუსტრია ავიადარტყმების სამიზნე გახდა.

როგორც გაზეთი Etemad-ი კვირას წერდა, საკვანძო ობიექტების დაზიანების გამო, ირანის ფოლადის წარმოების წლიური სიმძლავრის დაახლოებით 10 მილიონი ტონა (რაც მთლიანი მოცულობის 25-30%-ია) მწყობრიდან გამოვიდა. ომის დროს დაზარალდნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა Mobarakeh Steel Company და Khuzestan Steel Company.

გამოცემის ცნობით, წარმოების შეფერხებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა სამშენებლო, საავტომობილო და ინფრასტრუქტურულ ინდუსტრიებს.

ირანი, თურქეთთან ერთად, საქართველოში ნახშირბადიანი ფოლადის წნულების (არმატურის) ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. მიმდინარე წლის პირველ კავრტალში საქართველომ ირანისგან 4.9 მლნ აშშ დოლარის არმატურა იყიდა.

ფოლადის TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ირანისგან ყიდულობს:

• წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) - 4.05 მლნ აშშ დოლარი, 7 255.8 ტონა; • ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - 3.6 მლნ აშშ დოლარი, 6 188.1 ტონა; • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 3.2 მლნ აშშ დოლარი, 5 834.7 ტონა; • წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (ბუხტებად) - 2.9 მლნ აშშ დოლარი, 6 014.2 ტონა; • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2.5 მლნ აშშ დოლარი, 4 597.8 ტონა;

ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ ფოლადის ფურცლების ბაზარი, სავარაუდოდ, ორ თვეში დასტაბილურდება, რადგან დეფიციტს იმპორტი შეავსებს და სპეკულაციურ მოთხოვნას შეაკავებს.

ფოლადი ირანის არასანავთობო ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. Etemad-ის შეფასებით, წარმოებისა და საექსპორტო შესაძლებლობების დაკარგვა ქვეყნის სავაჭრო ბალანსსა და უცხოური ვალუტით მიღებულ შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. ამასთან, ჩნდება რისკი, რომ ირანმა გლობალურ ფოლადის ბაზარზე თავისი წილი დაკარგოს.

პროგნოზის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ ზარალს უფრო ფართო ეკონომიკური შედეგები ექნება, რაც პოტენციურად სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ინფლაციაზე აღმავალ წნეხში გამოიხატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE