მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა და განაცხადა, რომ ასე იქნება მანამ, ვიდრე "აშშ-ის ჩარევა არ დასრულდება"
ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა და განაცხადა, რომ ასე იქნება მანამ, ვიდრე "აშშ-ის ჩარევა არ დასრულდება"

ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა და განაცხადა, რომ ასე იქნება მანამ, ვიდრე "აშშ-ის ჩარევა არ დასრულდება"

BM.GE12 ივლისი, 2026, 15:14|bm.ge

ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი იქნება მანამ, ვიდრე "ამ რეგიონში აშშ-ის ჩარევა არ დასრულდება". ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ შაბათს 140 ირანულ სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში. მათი თქმით, სამი ღამის განმავლობაში განხორციელებული 300-ზე მეტი იერიში „იმ მიზნით განხორციელდა, რომ შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას სამოქალაქო პირებსა და კომერციულ გემებს, რომლებიც თავისუფლად მოძრაობენ სრუტეში“.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიამ რამდენიმე საპორტო ქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

შემდეგ კი, პასუხად, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მათ გაანადგურეს აშშ-ის მოკავშირე იორდანიაში სამეთაურო ცენტრი და დრონების ანგარები, ასევე, ქუვეითში აშშ-ის რადარის სადგური დაბომბეს, ომანში აშშ-ის ავიამზიდების დამხმარე და საწვავის შევსების პლატფორმები და კატარში რეაქტიული ტექნიკის მომსახურების ცენტრი და სამეთაურო ობიექტი.

კატარის მთავრობამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ მისმა თავდაცვითმა სისტემებმა ირანიდან წამოსული რაკეტები და დრონები გაანეიტრალეს, ბაჰრეინში კი გამაფრთხილებელი სირენები გაისმა, ხოლო დოჰაში აფეთქებები გაისმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

ირანში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

BM.GE

რა აჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა?| განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის ანალიზი

რა აჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა?| განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის ანალიზი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ეროვნულ სატყეო სააგენტოში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს

ეროვნულ სატყეო სააგენტოში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს

BM.GE