მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ირანთან კონფლიქტის გამო ევროკავშირი დღეში €500 მილიონს კარგავს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
"ირანთან კონფლიქტის გამო ევროკავშირი დღეში €500 მილიონს კარგავს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ირანთან კონფლიქტის გამო ევროკავშირი დღეში €500 მილიონს კარგავს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

BM.GE29 აპრილი, 2026, 18:23|bm.ge

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება ევროკავშირს დღეში თითქმის €500 მილიონი უჯდება. სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ბოლო 60 დღის განმავლობაში წიაღისეული საწვავის იმპორტის ხარჯები €27 მილიარდით გაიზარდა.

ფონ დერ ლაიენი არსებულ ვითარებას იმის მკაფიო მტკიცებულებად მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ცნობისთვის, ევროკომისია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების სტრატეგიის ახალი გეგმის წარდგენას 10 ივნისისთვის გეგმავს.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ადგილობრივი სუფთა ენერგიის, მათ შორის განახლებადი და ბირთვული რესურსების ათვისების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. ამასთან, მან დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგება ევროპული ენერგოქსელების მოდერნიზაცია და საწვავის რეზერვების კოორდინირებული მართვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →ირანის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE