მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანულ ფოლადის პროდუქციაში საქართველომ I კვარტალში $20.06 მლნ გადაიხადა - TOP-10
ირანულ ფოლადის პროდუქციაში საქართველომ I კვარტალში $20.06 მლნ გადაიხადა - TOP-10

ირანულ ფოლადის პროდუქციაში საქართველომ I კვარტალში $20.06 მლნ გადაიხადა - TOP-10

BM.GE29 აპრილი, 2026, 03:55|bm.ge

საქართველომ 2026 წლის პირველ კვარტალში ირანიდან შეძენილ ფოლადისგან წარმოებულ 10 ძირითად კატეგორიაში ჯამურად $20,057,500 გადაიხადა. იმპორტის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი სამშენებლო და ინდუსტრიულ ფოლადის მასალებზე მოდის.

BM.GE გთავაზობთ ირანიდან შეძენილი ფოლადისგან წარმოებული TOP 10 პროდუქციის დეტალურ ჩამონათვალს:

• წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $4,050,900 (8,255 ტონა); • ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - $3,614,100 (8,188 ტონა); • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $3,207,000 (5,834 ტონა); • წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - $2,999,800 (6,014 ტონა); • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $2,521,000 (5,597 ტონა); • ბრტყელი ნაგლინი ფოლადი (600 მმ და მეტი, ცხლად ნაგლინი) - $1,600,400 (2,618 ტონა); • მავთული ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $1,261,500 (2,013 ტონა); • ბრტყელი ნაგლინი ფოლადი (600 მმ და მეტი) - $445,000 (593 ტონა); • წნელები სხვა ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $273,400 (575 ტონა); • ბრტყელი ნაგლინი ფოლადი (600 მმ და მეტი, ცივად ნაგლინი) - $84,400 (114 ტონა).

ირანმა ფოლადის ფილებისა და ფურცლების ექსპორტი 30 მაისამდე აკრძალა. აღნიშნულზე სახელმწიფო მედია დამატებითი დეტალების დასახელების გარეშე იუწყება. ექსპორტის შეჩერება უკავშირდება იმას, რომ აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის დროს ირანის ფოლადის ინდუსტრია ავიადარტყმების სამიზნე გახდა. როგორც გაზეთი Etemad-ი კვირას წერდა, საკვანძო ობიექტების დაზიანების გამო, ირანის ფოლადის წარმოების წლიური სიმძლავრის დაახლოებით 10 მილიონი ტონა (რაც მთლიანი მოცულობის 25-30%-ია) მწყობრიდან გამოვიდა. ომის დროს დაზარალდნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა Mobarakeh Steel Company და Khuzestan Steel Company. გამოცემის ცნობით, წარმოების შეფერხებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა სამშენებლო, საავტომობილო და ინფრასტრუქტურულ ინდუსტრიებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE