მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ისრაელური თავდაცვითი კომპანია Rafael-ი გერმანული Volkswagen-ის ქარხანას ყიდულობს
ისრაელური თავდაცვითი კომპანია Rafael-ი გერმანული Volkswagen-ის ქარხანას ყიდულობს

ისრაელური თავდაცვითი კომპანია Rafael-ი გერმანული Volkswagen-ის ქარხანას ყიდულობს

BM.GE2 მაისი, 2026, 03:00|bm.ge

ისრაელური თავდაცვითი კომპანია Rafael-ი გერმანული Volkswagen-ის ქარხანას ყიდულობს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადასული.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ინვესტორებს ავტომწარმოებლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმემ გუშინ გაუზიარა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია სირთულეების ფონზე ძირითადი ბიზნესის რესტრუქტურიზაციას გეგმავს, რისი ნაწილიც ქარხნის გასხვისება იქნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე უშუალოდ Volkswagen-ი და ებრაული Rafael-ი ოფიციალური კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

გერმანული მედია ასევე წერს, რომ ოსნაბრიუკის ქარხანა, სადაც 2 300 ადამიანია დასაქმებული, ავტომობილების ნაცვლად სარაკეტო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე გადავა. Rafael-ი ადგილზე რაკეტის ძრავებსა და სხვა კომპონენტებს ააწყობს. უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ფეთქებადი ნივთიერებების დამზადება ალტერნატიულ ლოკაციაზე მოხდება. აღსანიშნავია, რომ ეს პარტნიორობა Rafael-ს გერმანულ, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე წვდომას მისცემს. საყურადღებოა ექსპერტების შეფასებაც, რომელთა განცხადებითაც, ოსნაბრიუკის ქარხანაში განთავსებული ინფრასტრუქტურა არამარტო ავტომობილების, არამედ სამხედრო ტექნიკის მასშტაბური წარმოებისთვისაც კი გამოდგება.

ცნობისთვის, ისრაელის სახელმწიფო კომპანია Rafael-ი ქვეყნის წამყვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნაში მონაწილეობს. სწორედ მის სახელს უკავშირდება "რკინის გუმბათი","Arrow" და "დავითის შურდულის" ტექნოლოგიები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE