მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "IT სექტორის ზრდის მთავარი ბირთვი საერთაშორისო კომპანიებია”- ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია
"IT სექტორის ზრდის მთავარი ბირთვი საერთაშორისო კომპანიებია”- ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

"IT სექტორის ზრდის მთავარი ბირთვი საერთაშორისო კომპანიებია”- ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 20:41|bm.ge

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ხელმძღვანელი თქმით, IT სექტორის ზრდის მთავარი ბირთვი საერთაშორისო კომპანიებია. შორენა კოპალეიშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო 3-4 წელიწადში სექტორის წილი ეკონომიკაში 8%-ზე მეტად გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. კოპალეიშვილის თქმით, სექტორისთვის გასული წელი რეკორდული იყო და ზრდა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.

2026 წლის აგვისტოში ქვეყანაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.3%-ით გაიზარდა, ივლისის 8%-იანი ზრდის შემდეგ. 8 თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7.6%-ია. საქსტატი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სექტორებიდან ზრდა დაფიქსირდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში. “საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ზრდა დაფიქსირდა როგორც კომპიუტერული პროგრამების შემუშავების, ისე მომსახურების მოცულობის გაფართოების მიმართულებით.

“დღეის მდგომარეობით ამ სექტორს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2% უჭირავს. თუ ჩვენ შევადარებთ, 2020-22 წელს, საიდანაც დაიწყო ამ სექტორის აქტიური ზრდა, იმ პერიოდისთვის ეს მონაცემი ვარირებდა სადღაც 1-დან 3%-ში.

ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორის ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ IT სექტორია და ჩემი მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია უშუალოდ მოიცავს IT სექტორს. 2025 წელს IT კომპანიების ბრუნვა დაახლოებით 5 მილიარდზე მეტ ლარს მოიცავდა და ეს 2-ჯერ აჭარბებს წინა წლის მონაცემებს.

ასევე ძალიან საინტერესოა საექსპორტო მონაცემი საერთაშორისო IT კომპანიების. 2025 წელი ეს იყო ამ სექტორის პიკური მაჩვენებლები ფინანსური თვალსაზრისით, როცა ექსპორტმა გადააჭარბა ფაქტობრივად 2 მილიარდ ლარს, რაც დაახლოებით 55-60%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

გარდა ამისა, პოზიტიური დინამიკაა ასევე დასაქმების თვალსაზრისითაც. დაახლოებით 50 000-ზე მეტი დასაქმებულია ამ სექტორში.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ძირითადი როლი აქ აქვთ საერთაშორისო კომპანიებს და კომპანიებს, რომლებიც რეალურად ორიენტირებული არიან სერვისის ექსპორტზე, ანუ რეალურად მთავარი მამოძრავებელი ბირთვი ამ სექტორში სწორედ ეს საერთაშორისო კომპანიებია”,- აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.

2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 441.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით, ანუ 175 მილიონი დოლარით მეტია. ამასთან, რეკორდული იყო ამ სექტორისთვის 2025 წელიც, როდესაც მთლიანმა შემოსავალმა 1.15 მილიარდ დოლარს მიაღწია (ზრდა 67%). IT სექტორის საგარეო შემოსავლის 65%-იანი მატება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი - 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ყველაფრის მთავარი გარანტი არის ქართველი ხალხი და სწორედ ქართველ ხალხს მისცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ იმის საშუალება, რომ სრულიად არასუვერენული და ავტორიტარული ხელისუფლება ჩაებარებინა წარსულისთვის და შეექმნა სისტემა, რომელიც დღეს არის გამორჩეული უამრავი შედეგითიმედი
  • გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია - საქართველოს პრემიერის გამოსვლა და მთავარი გზავნილები ოკუპაციაზე, შერიგებასა და რეგიონულ მშვიდობაზერუსთავი 2
  • რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართატვ პირველი
  • ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალებაფორმულა
მთავარი →

მსგავსი სტატიები

"სამინისტროს მარტში მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არაა"|რატომ ფერხდება ნუნისში $5 მილიონზე მეტი ინვესტიცია?|ინტერვიუ

"სამინისტროს მარტში მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არაა"|რატომ ფერხდება ნუნისში $5 მილიონზე მეტი ინვესტიცია?|ინტერვიუ

BM.GE

გერმანიამ უკრაინისთვის €1.3 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოყო

გერმანიამ უკრაინისთვის €1.3 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოყო

BM.GE

დიზელის გაძვირების გამო, ფერმერთა ასოციაცია ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას ელის

დიზელის გაძვირების გამო, ფერმერთა ასოციაცია ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას ელის

BM.GE

სომხეთში რეგიონებისთვის სასკოლო ავტობუსების ახალ სერვისი ამოქმედდება

სომხეთში რეგიონებისთვის სასკოლო ავტობუსების ახალ სერვისი ამოქმედდება

BM.GE