მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა

ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა

BM.GE26 მაისი, 2026, 15:46|bm.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა შანხაიში საქართველოს სტენდით გაიხსნა.

უწყების ცნობითვე, საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

გამოფენის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ITB China-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცეში 400 კვადრატული მეტრი დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო პავილიონში 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს შეხვედრები გამართოს და ბიზნესკავშირები დაამყაროს პოტენციურ პარტნიორებთან.

"3 დღის განმავლობაში ITB China-ს სტუმრებს საშუალება ექნებათ, ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ კულტურულ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.

გამოფენის ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ქართული რეწვის ნიმუშები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მუზეუმებსა თუ ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციების შესახებ.

დაგეგმილია მასტერკლასები როგორც ტრადიციულ რეწვაში, ისე ქართულ კალიგრაფიაში. ამასთანავე, ქართველი შეფმზარეულები სტუმრებისთვის კულინარიულ შოუს გამართავენ, პარალელურად კი ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა.საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან.

გამოფენის განმავლობაში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მომზადებული სპეციალური ვიდეორგოლები ჩინურ მედიასა და წამყვან ციფრულ არხებში აქტიურად გაშუქდება.

ITB China-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ITB China არის ნაწილი ჩინურ კომპანია Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-თან გაფორმებული თითქმის 1.5 მლნ დოლარის ხელშეკრულების, რომლის მიზანია ქართული ტურიზმის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უშუალოდ ITB China-ზე 185 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს ქართულმა მხარემ. ამას გარდა, ტურიზმის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის აპრილში "სილქ ჰოსფითალითთან" 1.4 მლნ ლარის (1 412 010) ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ITB China 2026-ის ფარგლებში, 700 სტუმრის გამასპინძლება უნდა უზრუნველყოს.

2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აპრილში უნაღდო დანახარჯები 13%-ით გაიზარდა - სასტუმროებში კი კლებაა| TBC Capital

აპრილში უნაღდო დანახარჯები 13%-ით გაიზარდა - სასტუმროებში კი კლებაა| TBC Capital

BM.GE

რამდენად გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები ინფლაციის გათვალისწინებით

რამდენად გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები ინფლაციის გათვალისწინებით

BM.GE

ჯეი დი ვენსის შემდეგ, სომხეთში დღეს მარკო რუბიო ჩავიდა

ჯეი დი ვენსის შემდეგ, სომხეთში დღეს მარკო რუბიო ჩავიდა

BM.GE

"ბოლო 3 წელიწადში 10-დან 20 ბავშვამდე საზღვარგარეთ გაშვილდა" - როგორია სტატისტიკა და მონიტორინგი?

"ბოლო 3 წელიწადში 10-დან 20 ბავშვამდე საზღვარგარეთ გაშვილდა" - როგორია სტატისტიკა და მონიტორინგი?

BM.GE