მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. [ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე
[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

BM.GE27 აგვისტო, 2026, 20:00|bm.ge

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი პოლიტიკიდან წასვლის მომხრე არ იყო.

ამის შესახებ მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პოლიტიკიდან წასვლის მთავარ მიზეზად საკუთარი სურვილი დაასახელა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ის გუშინ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, დღეს დილით კი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

"შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, რა იყო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია?” - ჰკითხა მამუკა მდინარაძეს “tv პირველის” ჟურნალისტმა.

"იყო პოზიცია, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა… მაგრამ ბოლოს გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ასე დავშორდით ერთმანეთს”, - უპასუხა მამუკა მდინარაძემ.

ის ირწმუნება, რომ თანამდებობის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება პატიმარი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ განცხადებასთან “არაფერ შუაშია”.

"წერილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია ჩემს ცხოვრებაში”, - თქვა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის პასუხად, იქვე დასძინა, რომ არც სხვისი პირით შეუთვლია რამე ირაკლი ღარიბაშვილისთვის.

ცნობისთვის: მამუკა მდინარაძემ ბოლო ერთ წელიწადში სამი თანამდებობა გამოიცვალა - იყო სუს-ის უფროსი, შემდეგ - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს და სექტემბრიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა ემუშავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

BM.GE

იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს

იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს

BM.GE

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება Wolt-ზე

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება Wolt-ზე

BM.GE