მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში აეროპორტებში მგზავრების 4%-იანი ზრდაა - იოსელიანი
ივნისში აეროპორტებში მგზავრების 4%-იანი ზრდაა - იოსელიანი

ივნისში აეროპორტებში მგზავრების 4%-იანი ზრდაა - იოსელიანი

BM.GE13 ივლისი, 2026, 15:04|bm.ge

2026 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამურად თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იან ზრდაა. მატებაა როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში - ამის შესახებ კონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის წარდგენის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ავიაციის სექტორში დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე. მთავრობის გეგმით, ახალმა აეროპორტმა ოპერირება 2032 წლიდან უნდა დაიწყოს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 5 მილიონი მგზავრი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული ჩარევები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, იმისთვის, რომ გაორმაგდეს არსებული გამტარუნარიანობა. ზოგადად მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რომელიც დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში გვაქვს. ნამდვილად რეკორდული იყო 2025 წელი, 2026 წელი გამოწვევების მიუხედავად ძალიან კარგ ნიშნულზეა, ივნისის მაჩვენებლებით ნამდვილად ძალიან საგრძნობი მატება გვაქვს როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ჯამურად, 2026 წლის ივნისში საქართველოს აეროპორტები თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა იოსელიანმა.

2026 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას 4.28%-ით აღემატება.

საერთაშორისო აეროპორტების მონაცემები ასე გადანაწილდა:

• თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 099 204 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8%-ს შეადგენს; • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 386 238 მგზავრი; მგზავრთნაკადის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ი შეადგინა; • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 115 785 მგზავრს მოემსახურა, რაც 25.6%-ით ჩამორჩება 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლებს;

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

BM.GE

რომ არა ირანში ომი, თბილისის აეროპორტში ნახევარი მილიონით მეტ მგზავრს მივიღებდით - თეა ზაქარაძე

რომ არა ირანში ომი, თბილისის აეროპორტში ნახევარი მილიონით მეტ მგზავრს მივიღებდით - თეა ზაქარაძე

BM.GE

ღვარცოფდამცველებმა მთავარი როლი შეასრულეს, რომ ქალაქს ძირითადი ნაკადი აცილებოდა - პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

ღვარცოფდამცველებმა მთავარი როლი შეასრულეს, რომ ქალაქს ძირითადი ნაკადი აცილებოდა - პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

BM.GE