მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯამური აქტივობა ძლიერი იყო, თუმცა საშუალო დანახარჯი შემცირდა - ივნისის "ტურიზმის პულსი"
ჯამური აქტივობა ძლიერი იყო, თუმცა საშუალო დანახარჯი შემცირდა - ივნისის "ტურიზმის პულსი"

ჯამური აქტივობა ძლიერი იყო, თუმცა საშუალო დანახარჯი შემცირდა - ივნისის "ტურიზმის პულსი"

BM.GE14 ივლისი, 2026, 18:07|bm.ge

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, 2026 წლის ივნისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს ინარჩუნებს, თუმცა რეგიონების მიხედვით დინამიკა არაერთგვაროვანია.

"თიბისი კაპიტალის" ტურიზმის პულსი თვალს ადევნებს არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებს სასტუმროებსა და რესტორნებში საქართველოს ძირითად ტურისტულ რეგიონებში. ზრდის ტემპები გამოთვლილია თიბისი ბანკის არხებით POS და ელექტრონული კომერციის ხარჯვაზე დაყრდნობით და შესაძლოა განსხვავდებოდეს ჯამური ბაზრის დინამიკისგან უნაღდო დანახარჯების წილის და თიბისი ბანკის საბაზრო წილის ცვლილების გამო.

პუბლიკაციის მიხედვით, საზაფხულო მოთხოვნამ სასტუმროების სეგმენტი რესტორნებზე მეტად გააძლიერა.

ჯამური ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ დანახარჯების ზრდას გადააჭარბა, რაც მიუთითებს, რომ აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირდა.

2026 წლის ივნისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 27%-ით გაიზარდა.

თბილისში ივნისის მაჩვენებლები ზომიერ ზრდას განაგრძობს, სასტუმროებსა და რესტორნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი და გაზრდილი საშუალო დანახარჯი დაფიქსირდა. თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად, 26% და 44 %-ს გაუტოლდა.

აჭარაში სასტუმროებში დანახარჯები წლიურ ზრდას განაგრძობს, ხოლო რესტორნებში ზრდა უარყოფითია. სასტუმროებში ტრანზაქციის საშუალო მოცულობა გაიზარდა, ხოლო რესტორნების მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება გასულ წელს დაფიქსირებულ რიცხვს. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 44 %-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 7%-ით შემცირდა.

კახეთში რესტორნებში, როგორც უნაღდო დანახარჯები, ასევე საშუალო ტრანზაქციის მოცულობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. თუმცა, წლიურად შემცირდა სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები. კერძოდ, უნაღდო დანახარჯებმა სასტუმროებში წლიურად 8%-ით იკლო, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში კვლავ პოზიტიური, 10%-იანი, ზრდა დაფიქსირდა.

"მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სეზონი წლიურ ზრდას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით აჭარის სასტუმროებში, თუმცა საშუალო ტრანზაქციის დაბალმა ღირებულებამ შესაძლოა რესტორნებში ზრდა შეზღუდოს",- აღნიშნავენ "თიბისი კაპიტალში".

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

BM.GE

განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

BM.GE

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას გეგმავს

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას გეგმავს

BM.GE

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

BM.GE