მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა
ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა

ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა

BM.GE30 მაისი, 2026, 17:19|bm.ge

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია BM.GE-ს სუს-ში დაუდასტურეს.

ის პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. ინსტიტუტის განცხადებები და საქმიანობა ხშირად ეხება რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ანტიდასავლურ რიტორიკასა და სხვადასხვა კონსერვატიული თუ პრორუსული ხასიათის ღონისძიებების გამართვას.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ის დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან, თუმცა უწყებაში ქვეყნებს არ აკონკრეტებენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- განაცხადეს დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE