მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ JPMorgan უფრო მეტ AI-სპეციალისტს და ნაკლებ ბანკირს დაასაქმებს
ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ JPMorgan უფრო მეტ AI-სპეციალისტს და ნაკლებ ბანკირს დაასაქმებს

ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ JPMorgan უფრო მეტ AI-სპეციალისტს და ნაკლებ ბანკირს დაასაქმებს

BM.GE23 მაისი, 2026, 02:11|bm.ge

Bloomberg-თან ინტერვიუში, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენას ყველა პროფესია იგრძნობს - მათ შორის ბანკირებიც.

"ვფიქრობ, მომავალში AI ჩვენს ზოგიერთ სამუშაო ადგილს შეამცირებს. ალბათ, უფრო მეტ AI-სპეციალისტს და, სავარაუდოდ, ნაკლებ ბანკირს დავიქირავებთ გარკვეულ კატეგორიებში", - განუცხადა დაიმონმა Bloomberg-ის ჟურნალისტს.

დაიმონმა აღნიშნა, რომ AI კომპანიაში შემცირებებსა და ოპტიმიზაციას გამოიწვევს. თუმცა, მან დასძინა, რომ მსგავსი ცვლილებები "მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ხდებოდა". რადგან AI ცვლის სამუშაო ადგილებს, მილიარდერი CEO-ს თქმით, JPMorgan-ი თანამშრომლებს გადაამზადებს და სხვა პოზიციებზე გადაიყვანს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ადრეული პენსიაზე გასვლის ვარიანტს შესთავაზებს. დაიმონმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება უნდა "მოემზადოს" იმისთვის, თუ როგორ შეცვლის AI სამუშაო ძალას.

მისი თქმით, JPMorgan-ი უკვე იყენებს AI-ს მრავალი მიზნით, მათ შორის მარკეტინგში, რისკების მართვაში, თაღლითობის პრევენციასა და დოკუმენტთა ბრუნვაში. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ "აისბერგის წვერია", რადგან AI ძალიან სწრაფად ვითარდება.

დაიმონმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ფინტექ-კომპანიების კონკურენციის გამო, საბანკო სფერო შეიცვალა. მისი თქმით, თავად JPMorgan-ის ტექნოლოგიური ბიუჯეტი ამჟამად 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ჩვენ ამ ფულს ვდებთ ინვესტიციის სახით, რათა ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ჩვენს კლიენტებს უკეთ მოვემსახუროთ", - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფულის შენახვის, გადარიცხვისა და ინვესტირების ფუნდამენტური საჭიროება უცვლელი დარჩება, დაიმონის თქმით, ადამიანებისა და ბანკების მიერ ამის გაკეთების გზები ძალიან შეიცვლება. მაგალითად, მისი თქმით, შესაძლოა გაიზარდოს ბლოკჩეინის გამოყენება, ან იყოს "მეტი ადამიანი AI-პოზიციებზე და ნაკლები ადამიანი გარკვეულ სხვა პოზიციებზე".

საბანკო სექტორის მიღმა რამდენიმე კომპანიამ, მაგალითად Meta-მ და Cisco-მ, ცოტა ხნის წინ სამუშაო ძალის ნაწილი შეამცირა, რათა AI-ზე გაწეული დიდი ხარჯები დაებალანსებინა. დაიმონის თქმით, საბანკო სექტორი ამ პროცესის მიღმა ვერ დარჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

BM.GE

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

BM.GE

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE