
ჯენსენ ჰუანგის ჯაშუშთან ურთიერთობამ ჩინეთში $7.5 მილიარდის ჩიპების მიწოდებას შეუწყო ხელი - The Information
გამოცემა The Information-ის ცნობით, Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობამ ჩინეთში მინიმუმ $7.5 მილიარდის ღირებულების ჩიპების მიწოდებას შეუწყო ხელი.როგორც ირკვევა, ჯენსენ ჰუანგისა და ბიზნესმენ ელის ჰუანგის კავშირის შედეგად სანქცირებული ტექნოლოგია აზიურ ბაზარზე სანქციების გვერდის ავლით, შუამავალი კომპანიების ჩართულობით მოხვდა. ფაქტთან დაკავშირებით FBI დეტალებს უკვე სწავლობს. საგამოძიებო უწყება იკვლევს იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ჯენსენ ჰუანგი უცხოური დაზვერვის ოპერაციის სამიზნე გახდა და პოტენციურად ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
რაც შეეხება სქემის მექანიზმს, ელის ჰუანგმა საკუთარ დასთან, ჰუანგ იუსთან და მეუღლესთან ერთად ჩინეთსა და სინგაპურში კომპანიების ვრცელი ქსელი შექმნა. ქსელის მთავარ ცენტრად 2023 წლის ივნისში დაფუძნებული შანხაის Century Litong-ი სახელდება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ Nvidia-ს პრივილეგირებული პარტნიორის სტატუსი მალევე მიიღო და ამერიკულ ჩიპებზე პრიორიტეტული წვდომა მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების გამო მიწოდება შეფერხდა, ელის ჰუანგმა სქემაში პირადი კავშირები ჩართო. შედეგად, სადისტრიბუციო არხების გავლით ჩინეთში დაახლოებით 240 000 ერთეული H100, H200 და A100 ტიპის ჩიპი შევიდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქცირებული ტექნოლოგია შვილობილი ორგანიზაციების, Megaspeed-ისა და Speedmatrix-ის დახმარებით სინგაპურიდან და მალაიზიიდანაც გადაიზიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge