მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ $181 მილიონად გაიყიდა
ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ $181 მილიონად გაიყიდა

ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ $181 მილიონად გაიყიდა

BM.GE22 მაისი, 2026, 04:10|bm.ge

ნიუ-იორკში გამართულ Christie's-ის საგაზაფხულო აუქციონზე ამერიკელი აბსტრაქტული ექსპრესიონისტის, ჯექსონ პოლოკის ტილო Number 7A, (1948) $181.2 მილიონ დოლარად გაიყიდა და მხატვრისთვის ახალი სააუქციონო რეკორდი დაამყარა. აუქციონზე დაფიქსირებული შედეგი პოლოკის დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოს ღირებულებას თითქმის სამჯერ აჭარბებს.

ტილო გარდაცვლილი მედია-მაგნატის, ნიუჰაუს ჯუნიორის კოლექციის ნაწილი იყო. ნიუჰაუსი ათწლეულების მანძილზე დაგროვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამედროვე ხელოვნების კოლექციით იყო ცნობილი. აუქციონზე წარმოდგენილი მის კოლექციაში არსებული 16 ნამუშევარი მთლიანობაში 630 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.

პოლოკის Number 7A 1948 წელსაა შექმნილი და მხატვრის ე.წ. წვეთების ტექნიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშად ითვლება. Chrstie's სახლის განცხადებით, პოლოკის ეს ნამუშევარი კერძო კოლექციაში არსებული ერთ-ერთი ბოლო ნიმუშია, რაც მას რა თქმა უნდა მასზე მოთხოვნას კოლექციონერებს შორის საგრძნობლად ზრდის. აუქციონზე ჯამში 60 ბიდი დაფიქსირდა, ნახატისთვის 10 წუთიანი ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ აუქციონი შთამბეჭდავი $181,2 მილიონიანი შედეგით დასრულდა

აუქციონის საღამო მთლიანობაში ისტორიული აღმოჩნდა. კონსტანტინ ბრანკუშის სკულპტურა Danaïde აუქციონზე 107.6 მილიონ დოლარად გაიყიდა რითაც ბრანკუშის ახალი სააუქციონო რეკორდი დაამყარა. საღამოს ჯამში 1.1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნამუშევრები გაიყიდა, რაც Christie's-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE